ზუსტად იმის გამო მოკლეს ჩარლზ კირკი, რომ მან თქვა რეალური მიზეზი იმ ხოცვა-ჟლეტისა, რომელიც უკრაინაში და არა მარტო უკრაინაში მიმდინარეობს – ის რასაც ლაპარაკობდა კირკი და რის გამოც მოკლეს ის, იმას წლებია იძახის საქართველოში არსებული მმართველი პოლიტიკური ძალა

ზუსტად იმის გამო მოკლეს ჩარლზ კირკი, რომ მან თქვა რეალური მიზეზი იმ ხოცვა-ჟლეტისა, რომელიც ში და არა მარტო უკრაინაში მიმდინარეობს – ის რასაც ლაპარაკობდა კირკი და რის გამოც მოკლეს ის, იმას წლებია იძახის საქართველოში არსებული მმართველი პოლიტიკური ძალა
ექსპერტი, ედიშერ გვენეტაძე, კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობას ეხმიანება და მისი მკვლელობის მიზეზად ასახელებს მის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს უკრაინაში განხორციელებულ ხოცვა-ჟლეტასთან დაკავშირებით.
ედიშერ გვენეტაძის განცხადებით ჩარლი კირკის სიკვდილი გაგრძელებაა წარსულში მომხდარი პოლიტიკური მკვლელობებისა — პრეზიდენტ კენედის, ს პრემიერი ფიცოს წინააღმდეგ სროლის, უნგრეთის პრემიერი ორბანზე მოწყობილი ავარიის და სხვა შემთხვევებისა.
მისივე თქმით, იმას რასაც კირკი ლაპარაკობდა და რის გამოც მოკლეს, დიდი ხანია იგივე საკითხებზე „ქართული ოცნების“ ხელისუფლება საუბრობს.
„ზუსტად იმის გამო მოკლეს ჩარლზ კირკი, რომ მან თქვა რეალური მიზეზი იმ ხოცვა-ჟლეტისა, რომელიც უკრაინაში და არა მარტო უკრაინაში მიმდინარეობს.
კირკის მკვლელობა გაგრძელებაა პრეზიდენტ კენედის მკვლელობის და სხვა უამრავი პოლიტიკური მკვლელობების. უფრო დაკონკრეტებით გაგრძელებაა პრემიერ ფიცოზე სროლის, გაგრძელებაა უნგრეთის შეუპოვარ პრემიერ ორბანზე მოწყობილი ავარიის, გაგრძელებაა ჩვენი პრემიერის მიმართ გამოთქმული გაფრთხილების- თუ ასე გააგრძელებ ფიცოს ბედი შენთვის მონაგონი იქნებაო… ეს უკვე მერამდენე მსხვერპლია იმ ძალების, რომელთაც სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი ანუ “დიფ სტეიტის” ანუ “გლობალური ომის პარტია” ჰქვიათ და რომლის წარმომადგენლები საქართველოში არიან კოლექტიური ნაცმოძრაობა ბელად მიშას, ხოლო უკრაინაში კლოუნ ზელენსკის მეთაურობით მოქმედი ანტიხალხური და ანტიეროვნული კაცთმოძულე ხროვები. რომლებმაც “დიპ სტეიტის” მმართველების დავალებებისა და საკუთარი ოჯახების გამდიდრების გამო საქართველოში ათასობით, ხოლო უკრაინაში მილიონობით ადამიანი გაჟლიტეს, ჟლეტენ და უპირებდნენ გაჟლეტას
ის რასაც ლაპარაკობდა კირკი და რის გამოც მოკლეს ის, იმას წლებია იძახის საქართველოში არსებული ყველა ჯანსაღი, ფაქტების რეალურად აღმქმელ-შემფასებელი მოაზროვნე ადამიანი. განსაკუთრებით კი მმართველი პოლიტიკური ძალა.
თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ისტორიის კანალიზაციაში მიმავალი ნეოტროცკისტულ, ლიბერასტულ ძალებს, რომელთაც როგორც დრომ დაამტკიცა არსებობა შეუძლიათ მხოლოდ და მხოლოდ ომებით, კაცთა მოდგმის ჟლეტით და რომლის მომხრეები, მხარდამჭერები საუბედუროდ ჩვენთანაც საკმაოდ მრავლად არიან, არსებობის ბოლო დღეები, წუთები და წამები უდგათ. ამიტომაც დაიწყეს კაცთა მოდგმის ამ უბოროტესმა მტრებმა ტერორზე გადასვლა. თუმცა კაცობრიობის ამ უკვე ზედმეტ ტვირთების ქცეულ არსებებმა უეჭველად არ უწყიან ბიბლიური ჭეშმარიტების – “ვინც ხმალს აღმართავს, ხმლითვე დაიღუპება”.“- წერს გვენეტაძე.
Next: ლიბერალურ ფაშიზმს საზღვრები არ აქვს, ის ობობის ქსელივით არის მოდებული მთელ მსოფლიოზე და აუცილებელია ყველა საღად მოაზროვნე ადამიანის გაერთიანება, რათა დროულად დასრულდეს ეს მახინჯი იდეოლოგია

ასევე დაგაინტერესებთ

ყველა დანაშაულებრივი ფაქტი, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება, ადამიანების მკვლელობა, ლანძღვა, ბულინგი, ტერორი – არის კონკრეტული შედეგი იმ განგრძობითი პროცესის, რასაც ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელება და პოპულარიზაცია ჰქვია

სახელმწიფო ინსტიტუტების გამართული მუშაობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანა მზად არის, წინააღმდეგობა გაუწიოს როგორც შიდა დესტრუქციულ ძალებს, ასევე გარე ჩარევის მცდელობებს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალი პროფესიონალიზმი