“ზუსტად იგივეს გავაკეთებდი ახლაც” – გახარია “გავრილოვის ღამეზე”

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ყოფილი შს მინისტრი, გიორგი გახარია, მთავარ არხთან გავრილოვის ღამზე საუბრისას, ამბობს:
“მე ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, რომ 20 ივნისს რაც მოხდა, იმ ღონისძიებაზე, პასუხისმგებელი ვარ მე. შესაბამისად, ეს ნიშნავს იმას, მე ხო არ შეიძლება, რომ პასუხისმგებელი ვიყო იმაზე, რასაც ვინმე სხვა მართავდა, ხო?
[…]
გიორგი გახარია, სხვებისგან განსხვავებით, ვინც იქ უბრალოდ ახლოსაც არ მივიდოდა, მივიდა და ადგილიდან მართავდა ამ პროცესს და შესაბამისად, ყველაფერს აკეთებდა, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, კანონის შესაბამისად. თვითონ იღებდა ამ გადაწყვეტილებებს და თვითონ აღასრულებდა ამ გადაწყვეტილებებს. ეს ტრაგედიაა და ეს ადამიანები… ეს ჩემი ტრაგედიაა, თქვენ ამ ხალხს იყენებთ უბრალოდ. თქვენ ეს გჭირდებათ, რომ გამოხვიდეთ აქ და ს წინ აქ რაღაც ბუღი დააყენოთ.
[…]
ზუსტად იგივეს გავაკეთებდი ახლაც. ზუსტად იგივეს, იმიტომ რომ “ნაციონალური მოძრაობის” აი ეს ავადმყოფური მიზანი, ნებისმიერ ფასად ადამიანების ჯანმრთელობის, სიცოცხლის, ფიზიკური ძალადობის ფასადაც კი როგორმე ხელისუფლებაში მოვიდეს, ეს არის დასამთავრებელი და მაშინ მე ამაში ჩემი მცირე წვლილი შევიტანე. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს უზარმაზარი ტვირთია…”

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპული საბჭო – საქართველოს მთავრობის ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და დე ფაქტო აჩერებს გაწევრიანების პროცესს – მოველით, რომ საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი