ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა კრისტიანო დელ გროსომ “ნაპოლის” ქართველი ვარსკვლავის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
დელ გროსოს თქმით, კვარაცხელია ძველებურად შედეგიანი იმიტომ აღარ არის, რომ განაპირა მცველებისგან სათანადო დახმარებას ვეღარ იღებს.
“რატომ უჭირს კვარაცხელიას? იცით, მე განაპირა მცველი ვიყავი, რომელიც შეტევაში აქტიურად ერთვებოდა. ხვიჩას განაპირა მცველებისგან დახმარება სჭირდება. 4-3-3 ტაქტიკით თამაშისას, გარემარბმა მცველისგან მხარდაჭერა ესაჭიროება, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგს ვერ მივიღებთ”, – განაცხადა დელ გროსომ.
შეგახსენებთ, “ნაპოლი” სერია A-ს მორიგ მატჩს “კალიარის” წინააღდეგ დღეს, 16 დეკემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე გამართავს.
კვარაცხელიას რა პრობლემა აქვს” – “ატალანტას” ყოფილი ფეხბურთელი” />”ელოდებით, რომ კვარაცხელიას გავაკრიტიკებ?” – ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელის მოულოდნელი პასუხი