ზუსტად ანალოგიური შეკითხვა მაქვს ქალბატონ დანიგანთან – ქართველ ხალხს აინტერესებს, კონკრეტულად რას მოხმარდა ის თანხა, რითაც ასე ამაყობთ

ზუსტად ანალოგიური შეკითხვა მაქვს ქალბატონ დანიგანთან – ქართველ ხალხს აინტერესებს, კონკრეტულად რას მოხმარდა ის თანხა, რითაც ასე ამაყობთ
„დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რობინ დანიგანმა გააგრძელა მისი წინამორბედის ცრუ რიტორიკა -ის მიერ საქართველოში დახარჯულ თანხასთან დაკავშირებით, რომელსაც, რატომღაც, კვლავ „დახმარებას“ უწოდებს“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი წერს. როგორც ეკა სეფაშვილი აღნიშნავს, აშშ-დან არანაირი 6 მილიარდი დოლარი საქართველოში არ დახარჯულა და ეს თანხა უფრო ნაკლებია, ვიდრე 4 მილიარდი 30 წლის მანძილზე.
„ამას თავი დავანებოთ ამ ეტაპზე… ჯერ ერთი – არანაირი 6 მილიარდი დოლარი საქართველოში არ დახარჯულა, ეს თანხა უფრო ნაკლებია, ვიდრე 4 მილიარდი 30 წლის მანძილზე, მაგრამ ახლა არც ეს არის მთავარი. მთავარია ის, თუ რაში დაიხარჯა ამერიკული ფული. წინა ელჩს დაჟინებით ვთხოვდით და მოვუწოდებდით, თავი დაენებებინა ზოგადი ფრაზებით საუბრისათვის და პუნქტობრივად ჩამოეწერა, თუ რაში დაიხარჯა ამერიკიდან წამოსული თანხები. ზუსტად ანალოგიური შეკითხვა მაქვს ქალბატონ დანიგანთან – ქართველ ხალხს აინტერესებს, კონკრეტულად რას მოხმარდა ის თანხა, რითაც ასე ამაყობთ. იმედს ვიტოვებ, რომ ამჯერად მაინც გვექნება კონკრეტული პასუხი კონკრეტულ კითხვაზე“, – წერს ეკა სეფაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ბაჩიაშვილის არცერთმა უკანონო ქმედებამ არ გაამართლა და ახლა დარჩათ ბოლო გზა, რა მარტივი ყოფილა ამ ეპოქაში დიდი ფულის მოპარვა და შემდეგ მისი ,,დაკრიშვა” – ვინც გენდობა გადააგდე, იპოვე ჯინ შაჰინისნაირი ყველაფერზე წამსვლელი და ეგაა, გმირიც გამომცხვარია

ქალბატონმა შაჰინმა სხვისი ქონების მიმთვისებელი, ფულის გამთეთრებელი და საზღვრის უკანონო დამრღვევი გიორგი ბაჩიაშვილის დაკავება და პასუხისგებაში მიცემა ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლად შერაცხა. გიორგი ბაჩიაშვილის ხსნება ჯინ შაჰინისგან კი იმას ნიშნავს, რომ ბაჩიაშვილი მათი აგენტია

სენატორი ჯინ შაჰინი იმის მაგივრად, რომ აღფრთოვანებას გამოხატავდეს ქართული ხელისუფლების მიერ კანონის აღსრულებას უმაღლესი სტანდარტების გამო, ბრალდებულს აპრიორი იცავს – გიორგი ბაჩიაშვილი მათი აგენტია, შესაბამისად, მას დაცვა-პატრონობა სჭირდება