ზურიკო შეცვლაზე შევიდა – “სენტ-ეტიენმა” ისევ გაიმარჯვა

ამხანაგურ მატჩში „სენტ-ეტიენმა“ „მონპელიე“ 2:1 დაამარცხა და წინასასეზონო შეკრებაზე მორიგი გამარჯვება მოიპოვა.
“სენტ-ეტიენის” მწვრთნელმა ოლივიე დალ’ოლიომ როტაციას მიმართა და ზურიკო დავითაშვილი ამჯერად შესვენების შემდეგ შეუშვა შეცვლაზე.
შემდეგ სპარინგს „სენტ-ეტიენი“ 3 აგვისტოს შამბონ სიურ ლინიონში „გრენობლთან“ ჩაატარებს.
მონპელიე – სენტ-ეტიენი 1:2
გოლები: 0:1 გოტიე (14), 0:2 სისოკო (57), 1:2 ხაზრი (85, პენ)