ზურიკო დავითაშვილი კარიერას სენტ-ეტიენში გააგრძელებს – L’Équipe

საქართველოს ნაკრების ვინგერი, ზურიკო დავითაშვილი ახალი სეზონიდან კარიერას, სავარაუდოდ, საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბში, სენტ-ეტიენში გააგრძელებს. ინფორმაციას ფრანგული გამოცემა L’Équipe ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, საფრანგეთის 10-გზის ჩემპიონი დავითაშვილის სანაცვლოდ ბორდოს 6 მილიონ ევროს გადაუხდის, ზურიკო კი კლუბთან 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, დამატებით 1-წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.
როგორც L’Équipe წერს, დავითაშვილი უკვე საფრანგეთში იმყოფება, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს მოაწერს ხელს.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ქალების პროპორციული ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებასა და ეკონომიკურ აქტივობაში ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ – ეკატერინე გალდავა