ზურიკო დავითაშვილი ევროპაში კვირის საუკეთესო მოთამაშეა

ზურიკო დავითაშვილი ევროპაში კვირის საუკეთესო მოთამაშეა
საქართველოს ნაკრების და „სენტ-ეტიენის“ შემტევი ზურიკო დავითაშვილი ევროპის ტოპ-5 ლიგებში კვირის საუკეთესო ფეხბურთელია – ასეთია WhoScored-ის შეფასება.
„სენტ-ეტიენმა“ საფრანგეთის ლიგა 1-ის ბოლო ტურში „ოსერი“ 3:1 დავითაშვილის შთამბეჭდავი თამაშის წყალობით დაამარცხა. სამივე გოლი 23 წლის ლეგიონერმა გაიტანა და პირველი ქართველი ფეხბურთელია, ვინც საფრანგეთის ჩემპიონატში ჰეთ-თრიკი შეასრულა.
„ჯვაროსნების“ მოთამაშემ ანალიტიკური ვებგვერდისგან უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა – დავითაშვილს Whoscored-მა 10-ბალიან სისტემაში იდეალური (უმაღლესი) შეფასება, 10 ქულა დაუწერა, რაც ძალიან იშვიათი გამონაკლისია. ამ მაჩვენებლით გასულ კვირას ზურიკო დავითაშვილი ტოპ-5 ლიგებში ერთადერთი მოთამაშე აღმოჩნდა, ვისაც 10 ქულა აქვს.
საერთაშორისო ანალიტიკურმა ვებგვერდმა „ოსერთან“ შეხვედრაში 23 წლის ქართველი ფეხბურთელის სტატისტიკაც გამოაქვეყნა:
3 – გოლი
4 – კარში დარტყმა
2 – საკვანძო გადაცემა
2 – წარმატებული დრიბლინგი
შეგახსენებთ, რომ მანამდე ზურიკო დავითაშვილი ორმა ანალიტიკურმა პორტალმა, whoscored-მა და Sofascore-მ საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-7 ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა და კვირის სიმბოლურ გუნდში შეიყვანეს.
საფრანგეთის ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში დავითაშვილმა 7 შეხვედრა ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.
1tv.ge

ასევე დაგაინტერესებთ