ზურიკო დავითაშვილის შეძენის სურვილი „სპორტინგმაც“ გამოთქვა – „სენტ-ეტიენი“ ფეხბურთელის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვს

le10sport-ის მთავარმა რედაქტორმა, ალექსის ბერნარმა სტატია გამოაქვეყნა „სენტ-ეტიენის“ ყველაზე მოთხოვნად მოთამაშეებზე, ზურიკო დავითაშვილსა და ლუკას სტასინიზე.
„ლიგა 2-ში გავარდნის შემდეგ „სენტ-ეტიენს“ აქვს ამბიცია, 2026 წელს ლიგა 1-ში დაბრუნდეს. თუმცა მისი ორი ვარსკვლავის, ზურიკო დავითაშვილისა და ლუკას სტასინის ირგვლივ სატრანსფერო აჟიოტაჟი არ წყდება.
საინტერესოა, რომ დღემდე „სენტ-ეტიენს“ ფეხბურთელებთან დაკავშირებით ოფიციალური შეთავაზება არ მიუღია. კლუბი უარს ამბობს ბელგიელი თავდამსხმელის, ლუკას სტასენის გაშვებაზე, დავითაშვილს კი იმ შემთხვევაში შეელევიან, თუ კლუბი 15–20 მილიონ ევროს მიიღებს“, – წერს le10sport-ის მთავარი რედაქტორი.
თურქული გამოცემის, Fotospor-ის ინფორმაციით, ზურიკო დავითაშვილის შეძენის სურვილი ლისაბონის „სპორტინგმაც“ გამოთქვა და შესაძლოა, ის გიორგი ქოჩორაშვილის თანაგუნდელი გახდეს.
როგორც გამოცემა წერს, დავითაშვილით, პორტუგალიური გრანდის გარდა, დაინტერესებულია „ბეშიქთაში“, ასევე – ფრანგული „რენი“ და „სტრასბურგი“. ქართველმა ფეხბურთელმა გასულ სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატში 33 მატჩი ჩაატარა, ცხრა გოლი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა შეასრულა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლევან გამრეკელი, პაატა ნოზაძესთან და რომან მეტივიშვილთან ერთად, 2020-2023 წლებში ფარულად დაეუფლნენ შიდა ქართლის რეგიონის ტერიტორიაზე არსებულ 5 000 000 ლარის ღირებულების, სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს“ – პროკურატურა