ზურიკოს “სენტ-ეტიენში” ახალი მწვრთნელი ჰყავს

ოლივიე დალ’ოლიოს ნაცვლად “სენტ-ეტიენის” მწვრთნელად 49 წლის ნორვეგიელი ეირიკ ჰორნელანდი დანიშნეს, – ამის შესახებ ფრანგული კლუბის ოფიციალური საიტი იტყობინება.
ჰორნელანდს კონტრაქტი 2027 წლამდე გახანგრძლივების პერსპექტივით გაუფორმეს. მისი თანაშემწე ხასან ელ ფაკირი იქნება, რომელთან ერთადაც “ბრანში” მუშაობდა.
ჰორნელანდი მუშაობას 29 დეკემბრიდან შეუდგება, კვირას “მარსელთან” თასის მატჩში კი გუნდს კლუბის აკადემიის დირექტორი ლორან უარი უხელმძღვანელებს.
შეგახსენებთ, “სენტ-ეტიენის” ღირსებას ზურიკო დავითაშვილი იცავს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში