ზურიკოს “სენტ-ეტიენი” სახლში “რენთან” დამარცხდა

ლიგა 1-ის ოცდამეერთე ტურში, „სენტ-ეტიენი“ საკუთარ მოედანზე, უმაღლეს დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ „რენთან“ 0:2 დამარცხდა.
პირველ ტაიმში სტუმრები კალიმუენდომ დააწინაურა. შესვენების შემდეგ მასპინძლებს ანგარიშის გათანაბრება შეეძლოთ, როდესაც დავითაშვილი მეურვეს გაექცა, ცენტრისკენ შეიწია, დაარტყა კიდეც, მაგრამ ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს. მერე „სენტ-ეტიენს“ ნაგიდამ გაუტანა და „რენმა“ გაიმარჯვა.
ქართველი 85-ე წუთზე შეცვალეს – შეფასებები: sofascore. 6.8, flashscore. 6.7, whoscored 6.4.
„სენტ-ეტიენი“ 18 ქულით მე-16 ადგილზეა და 15 თებერვალს გასვლაზე „მარსელს“ შეხვდება.
სენტ – ეტიენი – რენი 0:2
გოლები: 0:1 კალიმუენდო (15), 0:2 ნაგიდა (84)

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში