ზურიკოს მოპოვებული პენალტი და “სენტ-ეტიენის” მარცხი “ლანსთან”

ლიგა 1-ის 28-ე ტურში „სენტ-ეტიენი“, რომელსაც “მონპელიესთან” ჩაშლილი მატჩის გამო 3 ქულა დაემატა, გასვლაზე „ლანსთან“ 0:1 დამარცხდა.
სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა დავითაშვილმა პირველ ტაიმში ორი მომენტი ვერ გამოიყენა, კომპენსირებულ დროში კი სარმა საჯარიმოში წააქცია, მაგრამ პენალტი კარდონამ ვერ გაიტანა. მასპინძლები უპირტესობას ფლობდნენ, გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს, შესვენების შემდეგ მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერეს, კოიალიპუმ ლარსონეს კარი დალაშქრა და თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა.
ზურიკო 68-ე წუთზე შეცვალეს – შეფასებები: sofascore 6.7, whoscored 6.3, flashscore 6.2.
„სენტ-ეტიენი“ 23 ქულით ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა და 14
აპრილს „ბრესტს“ უმასპინძლებს.
ლანსი – სენტ-ეტიენი 1:0
გოლი: კოიალიპუ (75)
გამოუყენებელი პენალტი: კარდონა (45+4, სენტ-ეტიენი)