ზურიკოს დებიუტი ლიგა 1-ში და გაუქმებული საგოლე პასი [VIDEO]

ლიგა 1-ის პირველ ტურში „სენტ-ეტიენი“ გასვლაზე „მონაკოსთან“ 0:1 დამარცხდა.
მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ და პირველ ტაიმში მინამინომ დააწინაურა. მეორე ტაიმში სწრაფი კონტრშეტევისას დავითაშვილის პასით სისოკომ გაიტანა, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა.
ზურიკომ შეუცვლელად ითამაშა, მისი გარჯა კი ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore 6.4, flashscore 6.4, whoscored 6.3.
„სენტ-ეტიენი“ 24 აგვისტოს „ჰავრს“ უმასპინძლებს.
მონაკო – სენტ-ეტიენი 1:0
გოლი: მინამინო (28)