ზურიკომ შეუცვლელად ითამაშა – “ბორდომ” გაიმარჯვა

ლიგა 2-ის 21-ე ტურში „ბორდომ“ სახლში აუტსაიდერი „ვალანსიენი“ 3:1 დაამარცხა.
„ბორდო“ სრულ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდა და შესვენების შემდეგ 18 წლის ნახევარმცველმა ემანუელ ბიუმლამ დააწინაურა, რომელსაც პასი პედრო დიასმა გაუკეთა. ცოტა ხანში მეტოქის კარი დიასმაც დალაშქრა. თუმცა, სტუმრებმა ანგარიშის შემცირება შეძლეს. 86-ე წუთზე კი ბორდოელთა სლოვენიელმა ლეგიონერმა ჟან ვიპოტნიკმა გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა და ანალიტიკური საიტებისგან დადებითი შეფასება დაიმსახურა – Sofascore 7.0, flashscore 6.7.
ბორდო – ვალენსიენი 3:1
გოლები: 1:0 ბიუმლა (57), 2:0 პედრო დიასი (66), 2:1 ბუტატაუ (80), 3:1 ვიპოტნიკი (86)

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში