„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურა ჯაფარიძის განცხადებით, პროკურატურაში დაიბარეს.
როგორც ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, საქმე ეხება იმას, თუ რატომ არ გამოცხადდა პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაში.
„ახლა „ პროკურატურა“ მიბარებს, წულუკიანთან რატომ არ მიხვედიო, მერე „სასამართლო“ დამიბარებს, პროკურატურაში რატომ არ მიხვედიო?“, -წერს ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, „ნაციონალურის მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, კომისიაზე არგამოცხადების გამო, ნიკა გვარამიასთან, ზურაბ ჯაფარიძესა და გივი თარგამაძესთან დაკავშირებით პროკურატურას 8 აპრილს მიმართა.
