ზურა ჯაფარიძისა და ნიკა მოსიაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არსებითი განხილვა დაიწყო

ზურა ჯაფარიძისა და ნიკა მოსიაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არსებითი განხილვა დაიწყო | ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატი გიორგი ტაბატაძე ავრცელებს:
“საქმე ეხება 2023 წლის 7 მარტს ზურასა და ნიკას მიმართ სპეცრაზმის მხრიდან ძალადობას, შემდეგ უკანონო დაკავებასა და სახელმწიფო დაცვის სამსახურის ეზოში კვლავ არაადამიანურ მოპყრობას.
ევროპული სასამართლო სვამს კითხვას იყო თუ არა სახელმწიფოს მიერ ნიკასა და ზურას მიმართ ჩადენილი არაადამიანური მოპყრობა და რამდენად სრულყოფილად ჩატარდა გამოძიება.
მოგეხსენებათ ამ საქმეზე (არც სხვებზე) არ ჩატარებულა ეფექტიანი გამოძიება. მრავალგზის მოთხოვნის მიუხედავად ნიკასა და ზურას დაზარალებულის სტატუსსაც კი არ აძლევენ.
ამ საქმეზე სახელმწიფო დაცვის სამსახურის ვიდეო ჩამწერი მოწყობილობა ამოიღო საგამოძიებომ და აღმოჩნდა რომ იმგვარად არის განადგურებული რომ ჩანაწერების ნახვა შეუძლებელია. ექსპერტიზაზე გაგზავნეს მოწყობილობა და მას შემდეგ არანაირი სიახლე არ გვაქვს გამოძიებაში.
არსებითი განხილვა რამდენიმე თვე კიდევ გაგრძელდება. იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს პოზიციას, ჩვენც წარვადგენთ ჩვენს პოზიციას და შემდეგ იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება. სამწუხაროდ საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია” | წერს ადვოკატი.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია – აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა ნატო-ელ მოკავშირეებს განუცხადეს, რომ თუ ვოლოდიმირ ზელენსკი სამშვიდობო შეთანხმებას ხელს არ მოაწერს, მომავალში გაცილებით უარესი შეთანხმების წინაშე აღმოჩნდება

პენიტენციური სამსახურის განცხადებით, მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანია მიმდინარეობს, თითქოს პენიტენციურ დაწესებულებებში კვება, სამედიცინო თუ ჰიგიენური პირობები დადგენილ სტანდარტს არ შეესაბამება