ზურა ჯაფარიძე 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ ციხეს 19 დეკემბერს დატოვებს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებას 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ, 19 დეკემბერს დატოვებს.
ინფორმაციას ჯაფარიძის ფეისბუკის გვერდი ავრცელებს.
“კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ზურა გირჩი ჯაფარიძე ციხეში სასჯელს იხდის სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო – კომისია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დროს ჩადენილ დანაშაულებს სწავლობდა.
2012 წლამდე ზურა ჯაფარიძეს ხელისუფლების არცერთ შტოში არ ეკავა თანამდებობა.
პატიმრობისას მას და სხვა პატიმარ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს დამატებითი ბრალდებები წაუყენეს.
6 ნოემბერს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა რვა ოპოზიციონერი (, ზურა ჯაფარიძე, , ელენე ხოშტარია, , , ბადრი ჯაფარიძე და ) პოლიტიკოსის წინააღმდეგ. მათ ნაწილს ედავებიან საბოტაჟს, ნაწილს ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, ნაწილს კი ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას.
ზურა ჯაფარიძეს ახალი ბრალი წაუყენეს საბოტაჟისა (318-ე მუხლის პირველი ნაწილით – 2-დან 4 წლამდე პატიმრობა) და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების (319-ე – 7-დან 15 წლამდე პატიმრობა) მუხლებით.
პოლიტიკოსს 7-თვიანი პატიმრობის ვადის ამოწურვამდე ერთი თვით ადრე შესთავაზეს ვადაზე ადრე გათავისუფლება, რაც კანონით გათვალისწინებული პროცედურაა, თუმცა, მან ამ შეთავაზებაზე უარი თქვა: “ვინაიდან არც ერთი გზით არ განიხილავს რუსულ რეჟიმთან თანამშრომლობას“, – ზურა ჯაფარიძის პოზიციის შესახებ პოსტი 20 ნოემბერს მის ფეისბუკ-გვერდზე გამოქვეყნდა.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }