“ზურა ჯაფარიძე ხელისუფლებას არ დაუჭერია” – ლაშა ნაცვლიშვილი

ქართული ოცნების ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი და მომხრე,. ლაშა ნაცვლიშვილი:
ზურა ჯაფარიძე ხელისუფლებას არ დაუჭერია, მან საკუთარი თავი დაიჭირა:
1. ზურა ჯაფარიძემ წააგო და მოიტყუა, მოვიგეო; 2. საკუთარი ტყუილის მძევალმა გაყალბებულად, პარლამენტი კი, არალეგიტიმურად გამოაცხადა; 3. ტყუილში გაჯიუტებულმა საპარლამენტო კომისიაც არალეგიტიმურად შერაცხა და არ გამოცხადდა სხდომაზე, ანუ განზრახ ჩაიდინა დანაშაული; 4. ჰუმანურმა პროკურატურამ იგი არ დააკავა და გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს, რაც დაკმაყოფილდა კიდეც; 5. ტყუილის და აბსურდის სპირალში შესულმა გირაოს შეტანაზე უარი განაცხადა და ის სრულიად კანონიერად დააპატიმრეს, რადგან სხვა გზა მან არც სასამართლოს და არც პროკურატურას არ დაუტოვა. დასკვნა: ვიდრე მიზეზ-შედეგობრივი კავშირის ძებნა გვეზარება, ადვილად მოგვატყუებენ. არადა, მისი პატიმრობა პირველი პუნქტიდან იწყება, როცა იცრუა, არჩევნები არ წამიგიაო.
პ.ს. სცადოს, აბა, ვინმემ და არ გამოცხადდეს -ს სენატის კომისიაზე, – მერე განახებთ მის ბუმბულს, ველად გაფანტულს.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი: პირველი ქალბატონების შეხვედრა იყო საკმაოდ, ძალიან მნიშვნელოვანი სხვათა შორის, ხელოვნური ინტელექტი, დღევანდელი ტექნოლოგიები ყველას აწუხებს ხომ? აიტაცეს და მართლაც მისასალმებელი თემა არის დედის ინსტინქტი, ისე მოეწონათ

პაპუაშვილი – გასაგებია ირანსა და აშშ-ს შორის არსებული დღევანდელი ურთიერთობა, თუმცა ყველას მიმართ მექნებოდა მოწოდება: საქართველოს ტერიტორია და საქართველოში ყოფნა არ გამოიყენონ იმისთვის, რომ ერთმანეთში ურთიერთობები არკვიონ