ზურა ჯაფარიძე – „პოლიციის შესახებ“ კანონსა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები ავტოკრატიული და დიქტატორული რეჟიმების სტადიებია

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული ცვლილები „პოლიციის შესახებ“ კანონსა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ავტოკრატიული და დიქტატორული რეჟიმების სტადიებია.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
„ამ გზას ეს ქვეყანა პირველად არ გადის, ეს გზა გავლილი აქვს ყველას. ეს არის ავტოკრატიული და დიქტატორული რეჟიმების სტადიები. ხომ გასაგებია მიზანი რა არის? – ერთ შემთხვევაში მიზანი არის ის, რომ ტვინგაწმენდილი ადამიანები მარტივი წესით აიყვანონ პოლიციაში, ჩააცვან ფორმა და მისცენ ადამიანების ცემის, წამების უფლება და მეორე შემთხვევაში – სადმე, საჯარო სექტორში კრიტიკული აზრი თუ არის დარჩენილი, მარტივად გაყარონ იქიდან. ხომ გასაგებია?! ეს არის ამ ცვლილებების მიზანი! კითხვა მანდ არ არსებობს“, – განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, „პოლიციის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტით, შინაგან საქმეთა მინისტრს უფლებამოსილება ენიჭება, პოლიციაში სამუშაოდ პირი სპეციალური კონკურსის გავლის გარეშე მიიღოს და საკუთარი ბრძანებით კონკურსის გარეშე პოლიციაში მიღების წესი და პირობები განსაზღვროს. გარდა ამისა, როგორც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, ცვლილებები იგეგმება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონშიც, რომლითაც რეორგანიზაციის საკითხები საჯარო სექტორში გამარტივდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – 2022 წლიდან ხელოვნურ გამოწვევებს ვაწყდებოდით ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, საბოლოოდ, არათუ საქართველომ შეაჩერა რამე, არამედ ევროპულმა ბიუროკრატიამ გადაწყვიტა ჩვენი ევროინტეგრაციის გარკვეული დროით შეჩერება

თაზო დათუნაშვილი – ბიძინა ივანიშვილმა იმ ხერხს მიმართა, რომელიც მოსკოვში ნაცადია – ბოროტი დიქტატურის დამყარების ლოგიკური გაგრძელებაა, რომ ის პოლიტიკურ სპექტრს ციხით, ციხეში დალპობით დაემუქრა

პრემიერი – საქართველოში შემოდიოდა დიდი რაოდენობით დაფინანსება, რომელიც რევოლუციური სცენარების ხელშეწყობისთვის იყო განკუთვნილი – გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა მხოლოდ გამჭვირვალობას ეხება