ზურა ჯაფარიძე მიხეილ ყაველაშვილს: რთულია ალბათ, როცა იაზრებ, რომ ყველაფრის კადრება მოგიწია, რომ როგორც ახალგაზრდობაში, ახლაც – მწვრთნელს ძირითადში დაეყენებინე

კო­ა­ლი­ცია “ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის” ერთ-ერთი ლი­დე­რის, ამ­ჟა­მად პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი ზურა ჯა­ფა­რი­ძის გვერ­დზე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, მისი წე­რი­ლი გა­მოქ­ვეყ­ნდა, რო­მე­ლიც 4 ივ­ლის­საა და­წე­რი­ლი.

“შე­წყა­ლე­ბა­ზე

რთუ­ლია ალ­ბათ, როცა იაზ­რებ, რომ ვი­ღა­ცე­ბი ქვეყ­ნის პრე­ზი­დენტს გე­ძა­ხი­ან, ვი­ღა­ცებს კი – აი­ძუ­ლე­ბენ ასე და­გი­ძა­ხონ და ამ დროს, შენ­ზე უკე­თე­სად არა­ვინ იცის, რომ ასეთ ად­გი­ლას ყოფ­ნის­თვის შე­სა­ბა­მის­თან მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი არც ცოდ­ნა გაქვს, არც გა­მოც­დი­ლე­ბა, რად­გან ჯამ­ში 100 გვერ­დი არ წა­გი­კი­თხავს, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ბურ­თის გო­რა­ო­ბა­ში გა­ა­ტა­რე და თუ თავ­ში რამე გაქვს წარ­მოდ­გე­ნი­ლი ქვე­ყა­ნა­ზე, სა­ხელ­მწი­ფო­ზე, ყვე­ლა­ფე­რი მხო­ლოდ სუფ­რა­ზე გაქვს მოს­მე­ნი­ლი.- რთუ­ლია ალ­ბათ, როცა იაზ­რებ, რომ აქ კი და­გარ­ქვეს პრე­ზი­დენ­ტი, მაგ­რამ ქვეყ­ნის შიგ­ნით მო­სახ­ლე­ო­ბის 2/3-ს ვა­ლე­რი გა­ზა­ე­ვი უფრო შე­სა­ფე­რი­სად მი­აჩ­ნია მაგ ად­გი­ლის­თვის, ვიდ­რე შენ.

ხოლო ქვეყ­ნის გა­რეთ აგერ ნა­ხე­ვა­რი წელი გა­ვი­და და ერთ პირ­ველ პირს ვერ ჩა­მო­არ­თვი ხელი.

არც ვინ­მე გე­პა­ტი­ჟე­ბა, ვერც ვე­რა­ვის ეპა­ტი­ჟე­ბი.

რთუ­ლია ალ­ბათ, როცა იაზ­რებ, რომ ყვე­ლა­ფერ­ზე წას­ვლა, ყვე­ლაფ­რის კად­რე­ბა მო­გი­წია, რომ რო­გორც ახალ­გაზ­რდო­ბა­ში, ახ­ლაც – მწვრთნელს ძი­რი­თად­ში და­ე­ყე­ნე­ბი­ნე, რად­გან მო­ნო­ბის გარ­და ვე­რა­ფერ­ში და­ი­ნა­ხე ხსნა.

რთუ­ლია ალ­ბათ, როცა იაზ­რებ, რომ ამ ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ცირ­კში პრე­ზი­დენ­ტის როლ­ზე წარ­დგე­ნა­ზე, სხვა რომ არა­ფე­რი ჰქონ­და გუნ­დის მფლო­ბელს სათ­ქმე­ლი, შენს გა­რეგ­ნო­ბას და ღირ­სე­ბას გა­უს­ვა ხაზი, ანუ ორ რა­მეს, სა­ი­და­ნაც პირ­ველ­ში შენი წვლი­ლი ნუ­ლია, ხოლო მე­ო­რე არ გაქვს, რად­გან რომ გქონ­დეს, მაგ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ხომ არ ჩა­იგ­დებ­დი თავს.

რთუ­ლია ალ­ბათ, როცა იაზ­რებ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი იცის ყვე­ლა მე­ზო­ბელ­მა, ბავ­შვო­ბის ყვე­ლა მე­გო­ბარ­მა, ყვე­ლა ნაც­ნობ­მა, ყვე­ლამ, ვინც კი შე­მოგ­ხე­დავს და და­გი­ნა­ხავს, ოჯა­ხის თი­თო­ე­ულ­მა წევ­რმა, ყვე­ლა შვილ­მა, შვი­ლებ­მა ახლა თუ არ იცი­ან, აუ­ცი­ლებ­ლად გა­ი­გე­ბენ ოდეს­მე და “თქვენ­თვის გა­ვა­კე­თემ” შე­იძ­ლე­ბა არ გაჭ­რას.

რთუ­ლია ასე ცხოვ­რე­ბა.

რამ­დე­ნი ფუ­ლიც არ უნდა გქონ­დეს, რამ­ხე­ლა დაც­ვაც არ უნდა დაგ­ყვე­ბო­დეს და რა მო­დე­ლის მერ­სე­დე­სი­თაც არ უნდა და­დი­ო­დე.

მაგ­რამ ეს მა­ინც არ არის ჯო­ჯო­ხე­თი.

თუ ამ ყვე­ლა­ფერს იაზ­რებ და ასე ცხოვ­რობ, ამას ჰქვია – ნა­ბიჭ­ვრო­ბა.

ჯო­ჯო­ხე­თია, როცა ასე ცხოვ­რობ და ამ ყვე­ლა­ფერს ვერც იაზ­რებ, რად­გან ქვეყ­ნის დრო­შას რომ ხე­დავ, ეგ­რე­ვე გინ­დე­ბა “ფლაგშტო­კის” ძირ­თან ბურ­თი მი­უ­დო და … ჩა­მო­ა­წო­დო.

04.07.2025P.S დაგ­ვი­ა­ნე­ბით გა­მო­აღ­წევს ეს ტექ­სტი აქე­დან, მაგ­რამ მა­ინც არ გა­ვა­ტა­რებ ამ თე­მას”| ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე