ზურა ხაჩიძე: თქვენ ხართ საქართველოს ნაკრების ღირსეული ბიჭები!

“თქვენ ხართ საქართველოს ნაკრების ღირსეული ბიჭები!✊🇬🇪♥️
ნაკრების ბიჭებს დიდი სიყვარული და პატივისცემა ჩემგან!🙌” – წერს ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში და იმ ქართველი ფეხბურთელების ფოტოებს აქვეყნებს, რომლებმაც “ქართული ოცნების” სარეკლამო კლიპში მიიღეს მონაწილეობა. 

“პირველების” ინფორმაციით, ამ ვიდეორგოლში მონაწილეობაზე მოლაპარაკებებს ფეხბურთის ფედერაცია ნაკრების ყველა ფეხბურთელთან აწარმოებდა, თუმცა 23-დან მხოლოდ 4-ის დათანხმება შეძლეს.

წყარო “პირველებს” უყვება, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს “ოცნების” კლიპში მონაწილეოაბას ფედერაციის მაღალჩინოსნების სთხოვდნენ, თუმცა იმ სპორტსმენებისგანაც კი, ვისი მხარდაჭრის იმედიც “ოცნებას” ჰქონდა, პასუხად უარი მიიღეს. როცა ნაკრების ფეხბურთელებმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დემონსტრანტებს მხარდაჭერა გამოუცხადეს, მმართველი გუნდი ამბობდა, რომ სპორტი და პოლიტიკა უნდა გაიმიჯნოს, სწორედ ეს პასუხი მიიღეს ახლა ფეხბურთელებისგან.

ასევე დაგაინტერესებთ

მარკ რუტე აცხადებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ჩრდილოეთ კორეელების მონაწილეობის შესახებ ცნობების დადასტურება ამ მომენტისთვის არ შეუძლია და ინფორმაციას სამხრეთ კორეა მიაწვდის