ზურა ხაჩიძე: ბექას დაესიენ ეს მავნებელები… ბექა გოცირიძე ჩემი ძმა ხარ და შენს გვერდით ვარ ყოველთვის!

მომღერალი ზურა ხაჩიძე:
ბექას დაესიენ ეს მავნებელები და ათას სიბინძურეს უწერენ! 😡
ბექა გოცირა არის ჩემი ძმა და კაცი რომელიც გულით და სულით ქართველია, საქართველოს გულშემატკივარი და უღალატო ძმა!
აი ესე აშავაებენ ადამიანებს და აკრავენ იარლიყებს. ყველაფერი ვიცი გოცირასი შვილს ვფიცავარ რაც გავიცანი და სულ ტყუილად უგორებენ ამ სიბინძურეს…
მეორე ის რომ გოცირას ჩხუბი სადაც მოუვიდა იქ იყო პოლიცია და ფაქტი მოხდა პოლიციას არ შეეძლო საქმე არ აღეძრა და აქაც ბექა რა შუაშია?! რო კითხო ამათ ქვეყნის მართველობაზე აქვთ პრეტენზია და ბექას პოლიციასთან თანამშრომლობას აკერებენ! 😡
Beka Gotsiridze ჩემი ძმა ხარ და შენს გვერდით ვარ ყოველთვის! ♥️
შეგახსენებთ, ცნობით, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს ორი პირი.
დაკავებული არიან თორნიკე თოხშუა მინდია შერვაშიძე.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ორ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
შს ცნობით, საუბარია პირველ აგვისტოს მომხდარ ინციდენტზე.
“გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის პირველ აგვისტოს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის მონაწილეებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად იძალადეს 1988 წელს დაბადებულ ბ.გ.-ზე.”, – ნათვქმია შს-ს განცხადებაში.
პოლიცია აცხადებს, რომ ბრალდებულები სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა.
აქტივისტები აცხადებენ, რომ თორნიკე შოშხუა და მინდია შერვაშიძე, რომლებიც 16 აგვისტოს დააკავეს პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე 1 აგვისტოს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, პროვოკაციის მსხვერპლები არიან. დაკავებულებს ერთ პირზე ჯგუფური ძალადობა ედებათ ბრალად. მათ 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
თვითმხილველების თანახმად, საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ბექა გოცირიძე, რომელიც, აქტივისტების თქმით, პირადი მიმოწერის დროს ემუქრებოდა აქციის მონაწილეებს, რუსთაველზე მივიდა და იქ მყოფებს შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
აქციის მონაწილეების თქმით, ბექა გოცირიძეს დაპირისპირების დროს ამოუვარდა დანა, რომელიც მათ პატრულის თანამშრომლებს გადასცეს. (ვრცელდება ვიდეო)
შსს აცხადებს, რომ დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.