” ბიძინა ივანიშვილის პრეზიდენტმა მიხეილ ყ-მ, სინდისის პატიმრებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მათ უნდა მოინანიონ შეცდომები და შემდგომი დაკვირვების გათვალისწინებით მიიღებს მათი შეწყალების გადაწყვეტილებას.
“პრეზიდენტო” მიხეილ ყ. თავი მართლა პრეზიდენტი ხომ არ გგონიათ, როლში ხართ შესული და პრეზიდენტობანას თამაშობთ, თან ცეცხლს ეთამაშებით. თქვენ საერთოდ ვინ გეკითხებათ ხვალ რა დღეა, რასაც ბიძინა გეტყვით ისე იქნება, შესაბამისად, ასსსააააა.
ამ საკითხთან დაკავშირებით ზვიადმა ჯერ კიდევ სასამართლოს განხილვების დროს გამოფენილი ბანერით ყველაფერი თქვა.
ზვიად ცეცხლაძე ცამდე მართალია ერის, ქვეყნისა და თქვენი მახინჯი მართლმსაჯულების წინაშეც კი, ამიტომ უდანაშაულოები არავისგან არ ითხოვენ პატიებას.
“ნეტარ არიან სიმართლისათვის დევნილნი”.
ცეცხლი ოლიგარქიას!!!” – წერს სოციალურ ქსელში პროევროპულ აქციაზე დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამა, ზურა ცეცხლაძე




