კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრი, ზურა ოტიაშვილი სოციალურ ქსელში სკანდალუჯრ ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ “ოცნების” დუშეთის მერობის კანდიდატი და შტაბის ე.წ. „გენერალი“ ჟინვალის სასაფლაოზე სასტიკად გაუსწორდნენ დამოუკიდებელ კანდიდატს, გოგიტა თანიაშვილს.
მისივე თქმით, თანიაშვილს დანის მუქარით სთხოვდნენ, მოეხსნა კანდიდატურა. უარის შემდეგ მას ფიზიკურად გაუსწორდნენ და მძიმე დაზიანებები მიაყენეს.
თავდასხმა და კრიმინალური გარჩევები დუშეთის „ოცნების“ შტაბიდან.
დუშეთის მერობის კანდიდატი, კახაბერ ჩიტაური, და შტაბის ე.წ. „გენერალი“, მამუკა შერმადინი, ჟინვალის სასაფლაოზე სასტიკად გაუსწორდნენ დამოუკიდებელ კანდიდატს ჭონქაძის თემში გოგიტა თანიაშვილს.
დანის მუქარით სთხოვდნენ, მოეხსნა კანდიდატურა. უარის შემდეგ ისინი გამძვინვარებულები ფიზიკურად გაუსწორდნენ და მას მძიმე დაზიანებები მიაყენეს.
მთავარი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები ღიად მიმართავენ ძალადობას და კრიმინალურ მეთოდებს, რითაც ასახავენ იმას, თუ რა რეალურ ძალებზე დგას მათი მმართველობა. „ქართული ოცნების“ შტაბი მხარს უჭერს არა დემოკრატიულ წესებს, არამედ კრიმინალსა და ძალადობას, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათი მთავარი იარაღი დაშინება და ზეწოლაა”, – წერს ოტიაშვილი.