ზურა მენთეშაშვილი 4000 ლარით დააჯარიმეს, ვეფხია ბეროზაშვილის სხდომა კი გადაიდო

ზურა მენთეშაშვილი 4000-ლარით დააჯარიმეს, ვეფხია ბეროზაშვილის სხდომა კი გადაიდო. სასამართლოდან ისინი პირდაპირ რუსთაველისკენ, საპროტესტო აქციაზე წავიდნენ – იქ, სადაც ორი დღის წინ, 16 აგვისტოს დააკავეს.
ორივე მათგანს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას – პოლიციელზე დაუმორჩილებლობას ედავებოდა.
-ს წარმომდგენლის, თინათინ კაჭკაჭიშვილის ინფორმაციით, ზურა მენთეშაშვილი არ დაემორჩილა პოლიციელების მოწოდებას, გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარზე გადასულიყო. ხოლო, ვეფხია ბეროზაშვილმა ხელი შეუშალა პოლიციელებს მენთეშაშვილის დაკავებაში. თავად ვეფხია -ს პოზიცია უარყოფს და ამბობს, რომ მენთეშაშვილის დაკავებისას საპირისპირო მხარეს, ტროტუარზე იდგა.
ამავე თემაზე:
· აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული კოდექსის 2 მუხლით არიან დაკავებულები

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)