ზურა მახარაძის თქმით, 5 ივლისის საქმეზე პროკურატურაში დაიბარეს

პრორუსული, ძალადობრივი ჯგუფის ალტინფოს და “კონსერვატიული მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ზურა მახარაძე 5 ივლისის საქმეზე პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს. ინფორმაცია თავად მახარაძემ გაავრცელა.
“2021 წლის რაღაცა თემებზე არის … მოდი, ასე ვთქვათ: მოდი, ჩვენ შეთქმულების თეორიებს არ ავაწყობთ, უბრალიოდ დავაფიქსიროთ ორი ფაქტი – ეთერის მერე, დილას დაბლოკეს ჩვენი ძირითად იუთუბ არხი. საღამოს დამირეკეს და დამიბარეს პროკურატურაში”, – განაცხადა მახარაძემ ალტინფოს ეთერში დღეს, 29 თებერვალს.
მახარაძე გულისხმობს ინტერვიუს, რომელიც გუშინ, 28 თებერვალს მასთან გია გაჩეჩილაძემ (უცნობმა) ჩაწერა გადაცემაში “უცნობის კიდობანი”.
“ნეტგაზეთი” ინფორმაციის გადამოწმება პროკურატურაში ცდილობს. დამატებით დეტალებს უწყებიდან ინფორმაციის მიღებისთანავე მოგაწოდებთ.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის საქმეზე მოწმე პოლიციელი – ერთ-ერთი გაქცევისას, როცა ფარს ვურტყამდით ხელკეტებს, რომ ისინი შეგვეშინებინა და უკან წასულიყვნენ, ქვა მესროლეს ფეხში, თაბაშირში მქონდა ორი კვირა – არ შემიმჩნევია, ვინ მესროლა