ზურა ვარდიაშვილი: მაინც, რაღაცნაირად, ძალიან, ძალიან სიმპტომატური იყო – ძალიან ზუსტი, ჩვენი დღევანდელობის შესაგრძნობად

“ზვიად რატიანს გუშინ მოსამართლე ვიღაც რაღაციშვილმა ჰკითხა – ქართულს თუ ფლობ სათანადოდო.
ვინც პროცესებს ხშირად არ ესწრება – ეს შაბლონური კითხვაა, ყველა ბრალდებულს უსვამენ. მაგრამ მაინც, რაღაცნაირად, ძალიან, ძალიან სიმპტომატური იყო – ძალიან ზუსტი, ჩვენი დღევანდელობის შესაგრძნობად.
თუმცა მთავარი ირონია მაინც ისაა, თუკი ვინმეს, ხელისუფლად წოდებულთაგან, მიაჩნია, რომ ზვიადს გაასამართლებს და შესაძლოა ვერც კი ხვდება, რომ თავად ზის განსასჯელის სკამზე და ვერსად გაექცევა განაჩენს, ხის ჩაქუჩის გარეშე დამტკიცებულს, რომელსაც თავად გამოუტანს ზვიად რატიანი, საქართველოსთვის ჯვარცმული დიდი პოეტი,” – წერს სოციალურ ქსელში ინტერნეტგამოცემა „პუბლიკის“ დირექტორი, ჟურნალისტი ზურა ვარდიაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

დათა თავაძე: [ახლა რამ გამახსენა იზა გიგოშვილი? მერე რა, თუ ოთხი დღის წინ 90 შეუსრულდებოდა, არც გახსენებია ვინმეს – (არც სამინისტროს, არც მის თეატრს… რა კარგია, რომ ჯერ კიდევ სახიფათოა!) – მადლობა ღმერთს!]