ზურა ვარდიაშვილი: არ გამოვა 4-7-ის ფონზე ამ 2 წლის მსუბუქ სასჯელად გასაღება, ვერც მოსამართლე, პროკურორები და ცრუმოწმეები დაუძვრებიან სამართლიან სასჯელს, როცა ამის დრო მოვა

გამოცემა “პუბლიკის” მთავარი რედაქტორი, ზურა ვარდიაშვილი:
მზიას რომ არ გაათავისუფლებდნენ, ეგ იმთავითვე ცხადი იყო და ამაში საბოლოოდ დავრწმუნდი, როცა სინდისის პატიმარი ქალი 8 ბადრაგმა შემოიყვანა და გარს შემოეხვია.
არ გამოვა 4-7-ის ფონზე ამ 2 წლის მსუბუქ სასჯელად გასაღება, ვერც მოსამართლე, პროკურორები და ცრუმოწმეები დაუძვრებიან სამართლიან სასჯელს, როცა ამის დრო მოვა.
მზია არათუ 2 წელი, 2 დღეც არ უნდა მჯდარიყო ციხეში. მისი ქმედება საერთოდ რომ არ იყო სისხლის სამართლის დანაშაული, ეს უკვე ყველა ბოროტი ქოცისთვისაც კი ცხადია. საღ აზრზე მყოფი ადამიანებისთვის კი, თავიდანვე ცხადი იყო.
საათნახევარში კიდევ ერთი სინდისის პატიმრის, გიორგი ახობაძის განაჩენს ველოდებით.