ზურაბ ჯაფარიძის საქმის პროკურორი – გირაოსა და დამატებითი ღონისძიების პირობებში სრულად იქნება უზრუნველყოფილი ბრალდებულის სათანადო ქცევა – კომპენსირების გარეშე შესაძლებელია საფუძველიც კი ყოფილიყო, მოგვეთხოვა პატიმრობა

დამატებითი ღონისძიების გარეშე შესაძლებელია, იმის საფუძველიც კი ყოფილიყო, რომ მოგვეთხოვა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა , – ამის შესახებ პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ ზურა ჯაფარიძის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, რატომ გახდა საჭირო პასპორტისა და პირადობის ჩამორთმევისა და პროკურორის ნებართვის გარეშე საზღვრის კვეთის დაკისრება.
პროკურორის განცხადებით, დამატებითი სასჯელის დაკისრებით მოხდა რისკების კომპენსირება და ამ ღონისძიებების პირობებში სრულად იქნება უზრუნველყოფილი ბრალდებულის სათანადო ქცევა.
“აღკვეთის ღონისძიებად მოვითხოვეთ გირაო თავისი არგუმენტებით და დასაბუთებებით, მითითებით ახალი დანაშაულის ჩადენაზე და ასევე, მითითებით მიმალვაზე.
რაც შეეხება იმას, რატომ დამატებითი ღონისძიებები. ვფიქრობ, რომ დამატებითი ღონისძიების, კომპენსირების გარეშე შესაძლებელია იმის საფუძველიც კი ყოფილიყო, რომ მოგვეთხოვა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება, როგორიც არის პატიმრობა. როდესაც ჩვენ მოვითხოვეთ საქართველოს მოქალაქის პასპორტის და პირადობის ჩაბარება და ასევე პროკურორის თანხმობის გარეშე საზღვრის კვეთის აკრძალვა, სრულ აკრძალვაზე არაა საუბარი, ამ ღონისძიებამ დააკომპენსირა საფრთხეები იმ კუთხით, რომ გირაოს შეფარდების შესაძლებლობა ყოფილიყო და არა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების. გირაოს პირობებში და დამატებითი ღონისძიების პირობებში სრულად იქნება უზრუნველყოფილი ბრალდებულის სათანადო ქცევა”, – განაცხადა ლაშა კოტრიკაძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა. ასევე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს დამატებით საგამოძიებო უწყებისთვის პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩაბარება დაევალა.
ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს, ს, ს, ს, ზურაბ ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, სა და ბადრი ჯაფარიძეს ახალი ბრალი წაუყენა.
ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინა, რაც “საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას” გულისხმობს.