ზურაბ ჯაფარიძე – 10:30 საათისთვის უნდა ვყოფილიყავი მზად და დილის 08:00 საათზე მაისურით გამომდგეს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ის პენიტენციური დაწესებულების დატოვებას 10:30 საათისკენ ელოდა, თუმცა დაწესებულება 08:00 საათზე დაატოვებინეს.
„რამდენიმე დღის წინ მითხრეს, რომ სადღაც 10:30 საათისთვის უნდა ვყოფილიყავი მზად გასასვლელად და ისე მოხდა, რომ დილის 08:00 საათზე მაისურით გამომდგეს გარეთ, სადაც ცოცხალი არსება არ იყო. ტაქსით იყო ერთი ადამიანი გაჩერებული და იმან გამათბო ცოტა ხანი, იმის მობილურით დავუკავშირდი მეუღლეს და მერე ჩემი მეგობარი მოვიდა. უცნაური განცდა მაქვს ახლა“,- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ ტელეკომპანია “მთავართან” საუბარში.
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე 22 მაისს, სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს. ის საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად იყო დაბარებული, სადაც არ გამოცხადდა. ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – ჩემი ამოცანაა, ცოტა დრო, სანამ გარეთ ვართ, რაც შეიძლება ეფექტურად გამოვიყენოთ – ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მოვიგებთ, როგორც თბილისი ვერ გახდება აშხაბადი, ისე ეს ქვეყანა ვერ გარუსდება – ერთობის გარეშე არაფერი გამოვა

ლევან ცუცქირიძე – საქართველოში უნდა მოვიდეს დრო, როცა მეგობრებსა და კოლეგებს ციხის კარებთან კი არ შევხვდებით, არამედ დემოკრატიულ არჩევნებზე – მათ, ვინც პოლიტიკოსები გამოამწყვდია ციხეში, პასუხი უნდა აგონ

იულია სვირიდენკო – უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ, გადამწყვეტი ნაბიჯია – ეკონომიკური სტაბილურობა უსაფრთხოების წინაპირობაა, როგორც უკრაინისთვის, ასევე, ევროპისთვის