ზურაბ ჯაფარიძე ციხეს 19 დეკემებრს დატოვებს

გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე საპატიმროს 19 დეკემბერს დატოვებს.

“ზურაბ ჯაფარიძე რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებას 7 თვიანი პატიმრობის შემდეგ 19 დეკემბერს დატოვებს” – წერია მის ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში.

ქართული ოცნების არალეგიტიმური პარლამენტის მიერ შექმნილ ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე არმისვლის გამო, ზურაბ ჯაფარიძეს 7-თვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული.