ზურაბ ჯაფარიძე რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებას 7 თვიანი პატიმრობის შემდეგ 19 დეკემბერს დატოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია მის ფეისბუქ გვერდზე წერია. სწორედ ამ დროს გასდის ოპოზიციონერ პოლიტიკოსს პატიმრობის ვადა.
შეგახსენებთ, რომ ზურა ჯაფარიძე 22 მაისს სასამართლო სხდომის დარბაზში დააკავეს. მას გამოძიება წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავებოდა.




