ზურაბ ჯაფარიძე: ჩვეულებრივი პროპაგანდის მსხვერპლი ხართ, მიუხედავად იმისა, რომელ მხარეს ხართ ამ ბრძოლაში. ადამიანობას ნუ დაგაკარგვინებთ უსამართლობა და ბრაზი

ზურაბ ჯაფარიძე:

მართლა ავად მგონიხართ ყველა, ვინც თუნდაც ერთი წამით უშვებთ აზრს, რომ მე შეიძლება მიხაროდეს პატრიარქის ჯანმრთელობის გაუარესება. ჩვეულებრივი პროპაგანდის მსხვერპლი ხართ, მიუხედავად იმისა, რომელ მხარეს ხართ ამ ბრძოლაში. არ ვარ მე ეგ ადამიანი. არასოდეს ვყოფილვარ. არასოდეს ვიქნები. ის რომ კელაპტრებით არ დავრბივარ, ყველას და ყველაფერს ვცდილობ თავისი სახელი დავარქვა და ყველაფერზე შემიძლია ღლაბუცი, არ ნიშნავს რომ ვინმეს რამე ცუდს ვუსურვებ. ადამიანობას ნუ დაგაკარგვინებთ უსამართლობა და ბრაზი.