ზურაბ ჯაფარიძე – „ქართულ ოცნებას“ 40%-მდე ასვლის შანსიც არ აქვს, აგებენ არჩევნებს – დედაბუდიანად დაასანქცირებენ, ვინც გაბედავს გაყალბებას, საქართველოში არ გამოვა არც მადუროს და არც ბელარუსის ამბავი

„ქართულ ოცნებას“ 40%-მდეც რომ ავიდეს, ამის შანსიც კი არ აქვს – ფაქტია, აგებენ არჩევნებს და ეს ორ დღეში გასაფორმებელი დარჩა, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ „ქართულ ოცნების“ რეიტინგზე საუბრისას განაცხადა.
ზურაბ ჯაფარიძის თქმით, მიუხედავად ახალი პროპაგანდისტული ხაზებისა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ „ქართული ოცნების“ რეიტინგი აღარ იზრდება – „ძვრა არ აქვს“.
„რიცხვები აჩვენებს იმას, რომ მათ წაგებული აქვთ. წაგებული აქვთ ყველა შემთხვევაში. შემიძლია გითხრათ, რომ რიცხვები არ იცვლება ივნისის დასაწყისიდან მოყოლებული. ივნისის დასაწყისში ჩვენ, პარტიებმა ერთობლივი კვლევა გავაკეთეთ და მაშინ რა რიცხვებიც ამოვიდა, იმასთან შედარებით ცვლილებები არის მხოლოდ ოპოზიციის ნაწილში. „ქართული ოცნების“ რეიტინგი რომ დაეცა, „რუსული კანონის“ და განსაკუთრებით დემონსტრაციების დროს გამოყენებული ძალადობის შემდეგ, რა კამპანიაც არ ჩაატარეს და რა ტიპის პროპაგანდისტული ხაზებიც არ შემოაგდეს, მნიშვნელობა აქ აქვს, ძვრა არ აქვთ, საერთოდ არ შეცვლილა მათი რეიტინგი“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
მისივე შეფასებით, შედეგების გადაწერა და გაყალბება რთულად წარმოსადგენია, რადგან „ვინც გაბედავს ამის გაკეთებას”, „ წყევლის საკუთარ შთამომავლობას“.
„ვიღაცებმა, ამ შემთხვევაში კალანდარიშვილმა უნდა აიღოს თავის თავზე პასუხისმგებლობა, რომ ივანიშვილმა დაურეკოს მას ან ვიღაცას მის გვერდით და იმან უნდა დაწეროს სხვა რიცხვები, რომელიც არ იქნება თანხვედრაში იმ ოქმებთან, რომელიც გვექნება ჩვენ ყველას. ამ შემთხვევაში, კალანდარიშვილი იქნება თუ ვინ, ამას მნიშვნელობა არ აქვს, პირველი რაც მოხდება იქნება ის, რომ დედაბუდიანად დაასანქცირებენ, თავის შვილებიან-ოჯახიან-ყველაფრიანად. უბნის თავმჯდომარე იქნება, ს თავმჯდომარე, თუ შუაში რაღაც რგოლი, ვინც არ უნდა იყოს, ვინც გაბედავს მაგის გაკეთებას, ჩათვალეთ წყევლის საკუთარ შთამომავლობას. წირავს, რომ ქვის ხანაში დააბრუნოს, ბანკში ანგარიშს ვერ გახსნის, სამსახურს ვერ დაიწყებს, სადაც ანგარიშზე ხელფასი დაერიცხება. ბარათი არ ექნებათ და არაფერი. გაყალბების შემთხვევაში ასეთ რაღაცაზე უნდა წავიდნენ ვიღაცები და რთულად წარმოსადგენია. აქ არ გამოვა არც მადუროს და არც ბელორუსიის ამბავი. ჩვენ ვართ გაცილებით მეტი და ხელში გვეჭირება ოქმები, რომლითაც დავადასტურებთ, რომ ძალაუფლება არის ჩვენი, გუშინ ღამე ძალაუფლება ჩაგვაბარა ჩვენ ხალხმა“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ