“როგორი წიგნი გიყვარს? კინო? სპექტაკლი? სერიალი?
სიყვარულზე? ძმურ სიყვარულზე? დედის სიყვარულზე? მშობლის სიყვარულზე? სამშობლოს სიყვარულზე? თავისუფლების სიყვარულზე? თავგანწირვაზე? იდეალიზმზე? შიშზე? ბოროტებაზე? რომანტიზმზე? ადამიანის დაცემაზე? ადამიანის ხელახლა დაბადებაზე? უსაზღვრო ტკივილზე? სიმწრის დუმილზე? განადგურებული დედის ცრემლებზე? სასოწარკვეთილ ბრძოლაზე? იმედზე? აბსურდზე? სისტემის უგუნურებაზე? არაადამიანობის უსაზღვრობაზე? მეგობრობაზე?
შევეცი სრულიად კაცობრიობის ლიტერატურას, კინემატოგრაფიას, თეატრს და ნებისმიერი სახის ხელოვნებას, როცა ეს ყველაფერი აქ, ახლა, ყოველდღე, ჩვენს თვალწინ ხდება, აღმაშენებლის ხეივნის 64 ნომერში
ყოველდღე შეგიძლია ნახო ეს ყველაფერი
თუ დანახვა გინდა
თუ მართლა რამე გაღელვებს ამ სამყაროში კუჭის წვენის გარდა
უბრალოდ უნდა უყურო პატიმარს, დედას, ძმას, დას, მეგობარს, მანდატურს, პოლიციელს, პროკურორს, მოსმართლეს, სხდომის მდივანს, ბადრაგს
უყურო და უსმინო რა ხდება
და თუ ამას არ აკეთებ, შევე&ცი მერე ‘ლიოსა მაგარიას’ და ‘სხვების ცხოვრება როგორ არ გაქვს ნანახის’
აქვე – შევე&ი რონალდინიოსაც და მისი ჩამოსვლის განხილვასაც” – წერს ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.