ზურაბ ჯაფარიძე სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2 500 ლარით დააჯარიმა, ასევე 3 წლის ვადით აუკრძალა იარაღის ტარების უფლებაც

„კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით 2 500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლელა ცაგარეიშვილმა მიიღო.
მისი გადაწყვეტილებითვე, ჯაფარიძეს იარაღის ტარების უფლება 3 წლის ვადით აეკრძალა.
ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს 2 დეკემბერს, გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდნენ. ამასთან, -ს წარმომადგენელი მისთვის იარაღის ტარების უფლების 3 წლის ვადით ჩამორთმევას ითხოვდა.
ცნობისთვის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე
და 174 პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ, რაც პოლიციის დაუმორჩილებლობასა და გზის ხელოვნურად გადაკეტვას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სუთიძე: საქართველოს საპატრიარქოში ვისაც თავი აქვს და არა კისრის გაგრძელება, უნდა ესმოდეს, რომ როგორიც უნდა იყოს ახლა სახელისუფლებო პროპაგანდის წნეხი, ნებისმიერი სანქცია, რომელსაც გამოიყენებთ არქიმანდრიტი დოროთესა თუ სხვების მიმართ, იქნება დამანგრეველი თქვენი რეპუტაციისთვის

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი: მადლობა ყველას, ვინც სიმართლის გულისთვის იბრძვით. მადლობა ყველას, ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის იბრძვით. და მადლობა ყველას, ვინც თანადგომა გამომიცხადეთ