ზურაბ ჯაფარიძე – პია კაუმა კარგად ჩაუღრმავდა საქმის არსს და მიიღო გადაწყვეტილება, გაეუქმებინა ვიზიტი, გაიაზრა, რომ პროპაგანდის ინსტრუმენტი იქნებოდა

თუნდაც უბრალოდ ხელის ჩამორთმევა „ქართული ოცნების“ რომელიმე წარმომადგენლისთვის გამოყენებული იქნებოდა „ქართული ოცნებისა“ და ს მიერ საკუთარი პროპაგანდისთვის, რათა დახატონ სიტუაცია, თითქოს ს შედეგები ლეგიტიმურია , – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლებას“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პია კაუმას ვიზიტის გადადებასთან დაკავშირებით განაცხადა.
ჯაფარიძის თქმით, კაუმამ გაიაზრა, რომ ის პროპაგანდის ინსტრუმენტი იქნებოდა და ვიზიტის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებაც ამიტომ მიიღო.
„როდესაც საჯარო გახდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტო აპირებდა ჩამოსვლას, დაახლოებით იგივე მოხდა, რაც ხდებოდა ევროსაბჭოს გენერალური მდივანი რომ იყო ჩამოსული. სრულიად გაუგებარი იყო რა მიზნით ჩამოდიოდა, რა უნდა გაეკეთებინა და მაგას მოჰყვა სოციალურ ქსელში ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსების ნეგატიური რეაქცია – ყველა “თაგავდა” ამ ქალბატონს და უწერდა, რომ ეს უბრალოდ ვიზიტი ვიზიტისთვის, თუნდაც უბრალოდ ხელის ჩამორთმევა „ქართული ოცნების“ რომელიმე წარმომადგენლისთვის გამოყენებული იქნებოდა „ქართული ოცნებისა“ და რუსეთის მიერ საკუთარი პროპაგანდისთვის, რათა დახატონ სიტუაცია, თითქოს ყველაფერი ნორმალიზებულია, თითქოს არჩევნების შედეგები ლეგიტიმურია. ეს იქნებოდა სერიოზული პრობლემა.
კაუმას დღევანდელი “ტვიტიდანაც” ჩანს, რომ კარგად ჩაუღრმავდა საქმის არსს და მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაეუქმებინა ვიზიტი, გაიაზრა, რომ პროპაგანდის ინსტრუმენტი იქნებოდა“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: გრენლანდიას, ისლანდიასა და ბრიტანეთს შორის არსებული ოკეანის სივრცე ამჟამად რუსული ბირთვული წყალქვეშა ნავების ერთგვარ ჭიშკარს წარმოადგენს. სწორედ აქ დაძრწიან რუსები თავიანთი რაკეტებით, რათა…

პესკოვი სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე – სომხეთი არის ევრაზიის ეკონომიკური თანამეგობრობის წევრი – ორი განსხვავებული ორგანიზაციის წევრობა უბრალოდ შეუძლებელია