ზურაბ ჯაფარიძე: იმის მიუხედავად, რომ საწინააღმდეგო არგუმენტები მოვისმინე, მაინც ჩემს აზრზე ვრჩები

იმის მიუხედავად, რომ საწინააღმდეგო არგუმენტები მოვისმინე, მაინც ჩემს აზრზე ვრჩები – ეს არ არის არანაირი და ჩვენ ამ ცირკში მონაწილეობას არ უნდა ვიღებდეთ  […]

ძალიან მნიშვნელოვანი მგონია ის თემა, როცა ერთობაზე დაიწყეს საუბარი. ბევრი წელია, მე ამ თემაზე ვლაპარაკობ […] ს, ბადრი ჯაფარიძეს და სხვებსაც ვუსმინე და კარგია, რომ ეს თემა წინ წამოწიეს. მეც ვფიქრობ, რომ გამოსავალი მაგაშია, ძალების გაერთიანება უნდა მოხდეს.

ტრაგედია არ არის ის, რომ ეს რაღაც, ვითომ საარჩევნო პროცესი ჩააგდო. სინამდვილეში, რაცაა გასაკეთებელი, არის ერთად დასხდომა და იმაზე საუბარი, ერთობლივად რა რესურსები გვაქვს, ვის რა რესურსის ჩადება შეუძლია […] ჩვენ მოსაფიქრებელი გვაქვს პოლიტიკური პროცესი, რომელიც აჩვენებს და საშუალებას მოგვცემს, რომ ჩვენი სიმრავლე გამოვიყენოთ, სადაც ჩვენ ვიქნებით უფრო ორგანიზებული.

თქვა ციხეში მყოფმა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ TV პირველთან სატელეფონო საუბარში.