ზურაბ ჯაფარიძე – თუ არ ვარღვევდით 2 დღე-ღამის განმავლობაში, არ ვარღვევდით არც დღეს დილით – მოვარდნენ ველურებივით და დაგვარბიეს – ეს ქცევა ტიპური რუსული „ომონის“ ქცევაა

თუ არ ვარღვევდით 2 დღე-ღამის განმავლობაში, არ ვარღვევდით არც დღეს დილით. მოვარდნენ ველურებივით და დაგვარბიეს. ეს არის ის, რაც არ გვინდა ჩვენ, როცა ვამბობთ, რომ არ გვინდა . ეს ქცევაც რუსეთია! – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განუცხადა.
მისივე თქმით, აქციის მონაწილეები ორი დღე – ღამის განმავლობაში არავის გაუფრთხილებია, რომ რომელიმე ნორმას არღვევდნენ.
„მე საერთოდ არ მესმის ძალა რატომ გამოიყენეს და შეუძლებელია ვინმემ ახსნას. ჩვენ ეს პროტესტი გვქონდა ორი დღე-ღამის განმავლობაში. ორი დღე-ღამის განმავლობაში არ გვინახავს არცერთი, ან წერილობითი, ან ზეპირი განცხადება -ის მხრიდან, რომ ჩვენ, მშვიდობიანი პროტესტანტები, რომელიმე კანონის რომელიმე ნორმას ვარღვევდით. შესაბამისად, თუ არ ვარღვევდით 2 დღე-ღამის განმავლობაში, არ ვარღვევდით არც დღეს დილით. ზუსტად იმავეს ვაკეთებდით, რასაც ვაკეთებდით მანამდე! მოვარდნენ ველურებივით და დაგვარბიეს. ზღვა რობოკოპი ჰყავდათ, ოღონდ საქმეში არ ჩაურთავთ. გარდა ამისა იყვნენ, სავარაუდოდ, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და ახლაც აქ არიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. რამდენიმე ადამიანია, რომელთაც ფიზიკური დაზიანებები აქვთ მიღებული. სასწრაფოს ერთ-ერთი შემთხვევა ჰქონდა, სავარაუდოდ, მძიმე იმიტომ, რომ ადამიანი ძალიან ცუდად იყო. 15 წუთი სასწრაფოს არ ატარებდნენ ეს ადამიანი, რომ გაეყვანათ აქედან. ეს არის ის, რაც არ გინდა ჩვენ, როცა ვამბობთ, რომ არ გვინდა რუსეთი. რუსეთი არ არის დე-ფაქტო იურისდიქციაში ქვეყნის შეყვანა, არც მხოლოდ „რუსული კანონია“ რუსეთი, არც მარტო ს მოპარვაა რუსეთი, ეს ქცევაც რუსეთია. ეს ქცევა ტიპური რუსული „ომონის“ ქცევაა. რუსეთი არ გვინდაო რომ ვამბობთ, ესეც შედის ამ სიაში“,- განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.