ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს:
“დე-ფაქტო ძალაუფლება რადგან “ქართული ოცნების” ხელშია, მათ შეუძლიათ ძალიან ბევრი რაღაცის კეთება და ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანმა მონაწილეობა უნდა მიიღოს მათი სურვილების ახდენაში.
ხვალვე შეუძლიათ მიიღონ კანონი, რომ პოლიტიკოსებმა იარონ კლოუნის წითელი ცხვირებით, თუ არა და დავიჭერთო.
ეს ხომ არ ნიშნავს რომ მეორე კვირიდან ყველამ ეგ უნდა შეასრულოს? იგივენაირად პრინციპული ამბავია ჩემთვის, მათ მიერ მოგონილ კომისიაზე არ მისვლის გამო დაკავება.
არც ერთ მსგავს მასკარადში მონაწილეობას არ მივიღებ. არც კომისიაზე მივალ, არც გირაოს გადავიხდი.
დაკავებული აქამდეც ვყოფილვარ, თუმცა გრძელვადიანად არა, ახლა ჩემი ტვინი ჩემი ვალდებულებების მოგვარებაზეა გადართული და არა დაკავებისთვის მზაობაზე ფიქრით.
თუმცა ჩემს შემთხვევაში საუბარია წინასწარ დაკავებაზე და შემდეგ მაქსიმუმ 1 წელი მომისაჯონ და რაზეა საუბარი, თითქმის ყოველ დღე დავდივარ სასამართლოში და პატარა ბიჭებს სვამენ 8-11 წლით, უდანაშაულო ადამიანებს ნარკოტიკს უდებენ და მართლა 20 წელი ემუქრებათ, ჩემი ამბავი არაფერია ამათ ფონზე.
მოწმე პოლიციელები იყვნენ სასამართლოში, ჰყვებოდნენ საკუთარ დაზიანებებზე, თუმცა ვერ ასახელებდნენ დაკავებულებიდან ვერავის, ვინ მიაყენა მათ ეს დაზიანება და მსგავს აბსურდს ფუთავს სამთავრობო მედია.
სრულიად უდანაშაულო ადამიანები არიან დაკავებულები.”