ზურაბ ჯაფარიძე: ასეთი ცხადი არასდროს ყოფილა, სად არის ბოროტება

ჩვენ ვცხოვრობთ რეალობაში, როდესაც ასეთი ცხადი არასდროს ყოფილა, სად არის ბოროტება და სად არის უღირსობა , – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს კოალიცია აუცილებლად იტყვის ევროპის გზაზე მნიშვნელოვან სიტყვას.

“ჩვენ ვცხოვრობთ რეალობაში, როდესაც ასეთი ცხადი არასდროს არ ყოფილა, სად არის ბოროტება და სად არის უღირსობა.

ბევრჯერ იყო კრიტიკული მომენტი, როცა ველოდით პოზიციის დაფიქსირებას ცნობილი ადამიანებისგან და პატარა ბავშვივით გვიხაროდა, როცა ვინმე პოზიციას დააფიქსირებდა. სამწუხაროდ, ასეთი რეალობაა დღეს ქვეყანაში, სწორედ ამიტომ, ეს კოალიცია აუცილებლად იტყვის ევროპის გზაზე მნიშვნელოვან სიტყვას”, – განაცხადა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ