ზურაბ ჯაფარიძე – არ მგონია, რომ “ქართული ოცნება” დასავლეთთან რაიმეს დალაგებას ცდილობდეს – მჯერა, რუსები არიან ხელისუფლებაში, იზოლაცია მათთვის მისაღებია

აქციების გაგრძელებაზეა დამოკიდებული, საერთაშორისო მხარდაჭერაც და სანქციებიც. საგამოძიებო კომისიის შექმნის მთავარი მიზანი, რომელმაც წინა ხელისუფლების პერიოდი უნდა გამოიძიოს, მედიის ყურადღების სხვა საკითხებზე გადატანაა, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძემ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, “ინტერპრესნიუსს” განუცხადა.
მისი თქმით, “ქართული ოცნება” დასავლეთთან რაიმეს დალაგებას არ ცდილობს.
“აქციების გაგრძელება ძალიან მნიშვნელოვანია, აქციების გაგრძელებაზეა დამოკიდებული, საერთაშორისო მხარდაჭერაც და სანქციებიც. საგამოძიებო კომისიის შექმნის მთავარი მიზანია, რომელმაც წინა ხელისუფლების პერიოდი უნდა გამოიძიოს, რომ მედიამ ყურადღება სხვა საკითხებზე გადაიტანოს და ამ საკითხს დაუთმოს დრო. იმედი აქვთ, რომ ამ საკითხზე მედიის ყურადღების გადატანა, საპროტესტო მუხტს დაწევს. ტრაფარეტულ რაღაცებს აკეთებენ, რაც აქამდეც ბევრჯერ აქვთ გაკეთებული.
მე არ მგონია, რომ “ქართული ოცნება” დასავლეთთან რაიმეს დალაგებას ცდილობდეს. მე მჯერა, რომ რუსები არიან ხელისუფლებაში და კონკრეტულ ნაბიჯებს რუსები დგამენ. ამიტომ იზოლაცია მათთვის მისაღები ამბავია, რუსები ეცდებიან, რომ ეს ქვეყანა იზოლაციისკენ წავიდეს, მაგრამ ჰგონიათ, რომ მანდ მოიგებენ”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დასკვნა უმძიმესია, დეტალიზებულია საქართველოს ავტოკრატია, დიქტატურად გადაქცევის „ქოცური“ მცდელობები – ეს არის „ქართული ოცნების“ საერთაშორისო რეპუტაციის საბოლოო ვერდიქტი

ალექსანდრე მაისურაძე – საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით – შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს, პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას