ზურაბ ჯაფარიძე: არანაირი მტკიცებულებები ამ 45 ტომში არ არის

არანაირი მტკიცებულებები ამ 45 ტომში არ არის. უამრავი რაღაც არის ჩაყრილი, რომელიც საერთოდ, ვისთან ან რასთან არის კავშირში, გაუგებარია, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ საქმეში მისი სახელი თორმეტჯერ არის ნახსენები.

“არანაირი მტკიცებულებები ამ 45 ტომში არ არის. უამრავი რაღაც არის ჩაყრილი, რომელიც საერთოდ, ვისთან ან რასთან არის კავშირში, გაუგებარია. არის ჩაყრილი კონკრეტული ადამიანების პირადი მონაცემებიც,  საბანკო ამონაწერები, ვიღაცების ოფისის ჩხრეკის რაღაც ოქმი და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი რა კავშირშია მარტო ჩემთან კი არა, არამედ ვინმესთან, საერთოდ გაუგებარია.

ჩემი სახელი ნახსენებია 12-ჯერ, დათვლილი მაქვს და თორმეტივე არის პოლიციელების ჩვენება, რომლებიც ჰყვებიან რაღაც ზღაპრებს, რომ ნოემბერ-დეკემბრის მოვლენების დროს რუსთაველზე ხედავდნენ, რომ იქ ვიყავი.

სადაც ჩემი და სხვების სახელი არის ნახსენები, არის კომენტარები ჟურნალისტებს რომ გაძლევთ კომენტარს იმაზე, რომ ივანიშვილი და მისი საყრდენები არიან დასასანქცირებელი”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული პოლიტიკოსების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

“ფოტო გადაღებულია დილის 6 საათზე, მეტროს ვაგონში, 40 მჯდომიარე ადამიანიდან ორმოცივე ქალბატონია, ასაკი 60 დან ზევით… არ ვიცი ამ დროს კაცები რას ვშვებით, მაგრამ ამ ფოტოზე მე მხოლოდ გაყინულ ნაოჭებს ვხედავ, ქუჩაში გამოსულს, ლუკმა პურისთვის…”

დიმიტრი მედვედევი უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებზე – თუ საბრძოლო მოქმედებები დასრულდება, საუკეთესო შემთხვევაში, შეძლებენ გაქცევას რომელიმე ქვეყანაში, უარეს შემთხვევაში კი, მათივე ხალხი სადმე მაიდანზე ჩამოახრჩობს