ზურაბ ჯაფარიძე: ამერიკა რჩება საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად, ქართველი ხალხის პარტნიორად. მათ აინტერესებთ საქართველო იყოს განვითარებული დემოკრატია, ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ

-ის კონგრესის თანამშრომელთა დელეგაცია ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა.
როგორც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ ისაუბრეს ვენესუელისა და სირიის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაზე, საქართველოში დემოკრატიის უკუსვლასა და ადამიანის უფლებებზე.
💭 „ყველაფრის საქმის კურსში იყვნენ, რაც ამ ქვეყანაში ხდება. ჩვენი მხრიდან საუბარი პირველ რიგში იყო იმ საკითხზე, რომ ორი ქვეყანა არის ახლა, ვენესუელა და სირია, სადაც შესაძლებელია მუშაობა და ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღიარონ, ჩვენი მხრიდან საუბრის მეორე საკითხი იყო დემოკრატიის უკუსვლა, ადამიანის უფლებები, თუ რა ვითარებაა.
ცხადია, პირველ რიგში, კითხვები ეხებოდა გუშინ მიღებულ ახალ რეგულაციებსაც, რომელიც ჩემი აზრით სპეციალურად დაამთხვიეს ამ დელეგაციის ვიზიტს საქართველოში. ჩემი აზრით, რუსების მხრიდან არის სიგნალი კონკრეტულად ამერიკელებისთვის, რომ ეს ქვეყანა ჩვენ გვიდევს ჯიბეში და რასაც გვინდა, იმას გავაკეთებთ.
ინფორმაცია ყველაფერზე ჰქონდათ, დეტალები იყო, რაზეც დამატებით ინფორმაცია მივაწოდეთ. ამერიკა რჩება საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად, ქართველი ხალხის პარტნიორად. მათ აინტერესებთ საქართველო იყოს განვითარებული დემოკრატია, ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ“, – თქვა ჯაფარიძემ.