კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს ვადაზე ადრე გათავისუფლება შესთავაზეს, რაც კანონით არის გათვალისწინებული, თუმცა, მან თქვა, რომ რეჟიმთან არ თანამშრომლობს და უარი განაცხადა.
“ზურაბ ჯაფარიძის პატიმრობიდან 6 თვე გავიდა, დარჩენილია 1 თვე.
სწორედ ამიტომ, მას კანონით ეკუთვნის პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება.
დღეს მას შესთავაზეს აღნიშნული უფლებით სარგებლობა, თუმცა ვინაიდან არც ერთი გზით არ განიხილავს რუსულ რეჟიმთან თანამშრომლობას, ზურაბ ჯაფარიძემ მკაფიო უარი განაცხადა”, – ვკითხულობთ მის Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.




