ზურაბ ჭიაბერაშვილი – ჩვენი კამპანია არის გამჭვირვალე – თუ რაიმე გაუმჭვირვალეა ქვეყანაში, ეს „ქართული ოცნების“ კორუფციული სქემების შავი ფულია

თუ რაიმე გაუმჭვირვალეა ქვეყანაში, ეს სწორედ „ქართული ოცნების“ კორუფციული სქემების შავი ფულია და ეს ცნობილი „ქოლ ცენტრებით“ დადასტურდა. სწორედ ასე აფინანსებენ ისინი თავიანთ საარჩევნო კამპანიას, რომელიც ქართული ხალხის გაყოფასა და დაპირისპირებაზეა მიმართული. ჩვენი კამპანია არის გამჭვირვალე , მიმართული ქართველი ხალხის პრობლემებზე და ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ ქართველი ხალხი სწორედ ევროპული კეთილდღეობის სასარგებლო არჩევანს გააკეთებს, – ამის შესახებ ,,ერთიანობა“-,,ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.
მისი შეფასებით, ქართველი ხალხი სწორედ ევროპული კეთილდღეობის სასარგებლო არჩევანს გააკეთებს.
„თუ რაიმე გაუმჭვირვალე და შავი ფულია ამ ქვეყანაში, ეს სწორედ „ქართული ოცნების“ კორუფციული კლანისა და სქემების შავი ფულია და ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ცნობილი „ქოლ ცენტრებიც“ მათ გამგებლობაშია და სწორედ ასე აფინანსებენ ისინი თავიანთ საარჩევნო კამპანიას, რომელიც ქართული ხალხის გაყოფასა და დაპირისპირებაზეა მიმართული. ჩვენი კამპანია არის გამჭვირვალე, მიმართული ქართველი ხალხის პრობლემებზე. ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ ქართველი ხალხი სწორედ ევროპული კეთილდღეობის სასარგებლო არჩევანს გააკეთებს და არა სიღატაკისა და იზოლაციის სასარგებლოდ. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე აღვნიშნოთ, რომ ჩვენი მეგობრები დგანან არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის, არამედ ქართველი ხალხის გვერდით და მხარს უჭერენ ქართველი ხალხის არჩევანს. ეს არჩევანი არის ევროკავშირისთვის, ეს არჩევანი არის ევროპული კეთილდღეობისთვის საქართველოში“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)