ზურაბ ჭიაბერაშვილი – პარტნიორებს ერთადერთი ინტერესი აქვთ, რომ ქართველმა ხალხმა თავისუფალ და სამართლიან გარემოში გამოხატოს პოლიტიკური ნება და აირჩიოს მთავრობა, რომელიც სურს – ნათელია, რომ არჩევნებში “ქართული ოცნება” მარცხდება

ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს საქართველოში ერთადერთი ინტერესი აქვთ, ეს არის ის, რომ ქართველმა ხალხმა თავისუფალ და სამართლიან გარემოში გამოხატოს თავისი პოლიტიკური ნება და აირჩიოს მთავრობა, რომელიც მათ სურთ , – ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” საგარეო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო მისიის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც ჭიაბერაშვილმა განაცხადა, დელეგაციასთან შეხვედრაზე საუბრის თემა შეეხებოდა წინა საარჩევნო გარემოს.
“შეხვედრაზე საუბარი იყო იმ გარემოზე, რომელსაც “ქართული ოცნება” ქმნის, ეს არის სიძულვილის ენით დატვირთული, ზიზღისა და სიძულვილის გაღვივებით, ქართული საზოგადოების დაპირისპირებისკენ მიმართული კამპანია, პოლიტიკური დევნა, სააკაშვილის პატიმრობა თვალსაჩინო მაგალითია.
ჩვენი გზავნილი მეგობრებისადმი არის, რომ ჩვენ გვინდა საზოგადოების გამთლიანება, 12 – წლიანი ზიზღის დასრულება და ქვეყანა წავიდეს წინ. ჩვენი დღის წესრიგია, ქვეყანა დავაბრუნოთ ევროპულ გზაზე.
კარგია, რომ ჩვენი საერთაშორისო მეგობრები კარგად იცნობენ საქართველოს, ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას. “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებით ყველა ილუზია დამსხვრეულია და ამას ვხედავთ -დან ბოლო დროს მომდინარე ახალი ამბებით, რომელიც სანქციებს უკავშირდება. ეს არავის უხარია, ჩვენი მეგობრები ამას იძულებით აკეთებენ. ჩვენი მთავარი ამოცანაა უმტკივნეულოდ გავიაროთ ეს 4 კვირა და ქვეყანას ჰყავდეს ახალი მთავრობა. სრულიად ნათელია, რომ ამ არჩევნებში “ქართული ოცნება” მარცხდება”,- განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია მეზვრიშვილი – “ქართული ოცნება” ცდილობს, დასავლეთს გადააბრალოს არჩევნებში ჩარევა, რომ პოტენციური რუსული ჩარევის საფრთხეები გადაფაროს – მისი მიზანია, არ აღიაროს სადამკვირვებლო მისიების შეფასებები

პრემიერი – ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ვისაუბრეთ თანამშრომლობის გაფართოებაზე, ასევე, ერთობლივ ძალისხმევაზე, რომელიც აუცილებელია რეგიონულ და გლობალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად