ზურაბ ჭიაბერაშვილი – ივანიშვილი ფაციფუცობს, რომ გადაარჩინოს საკუთარი ძალაუფლება, მაგრამ ერთი ირაკლის მეორე ირაკლით შეცვლა, მოკლე თუ გრძელი როქი საჭადრაკო დაფაზე, უნაყოფო მცდელობაა

ივანიშვილი ხედავს ქართული მოსახლეობის მზარდ უკმაყოფილებას, იმასაც, რომ მათ საარჩევნო მანქანას სერიოზული ბზარები აქვს – რასაც ახლა ივანიშვილის მხრიდან ვხედავთ, ჩემი აზრით უნაყოფო მცდელობაა, რომ რაღაცნაირად დაიბრუნოს ნდობის მანდატი მოქალაქეებში,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა სამთავრობო ცვილელებებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც მან ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ აღნიშნა, „ივანიშვილი ფაციფუცობს, რომ რაღაცნაირად საკუთარი ძალაუფლება გადაარჩინოს“.
„მიზეზი არის ის, რომ ივანიშვილი ხედავს, ქართული მოსახლეობის მზარდ უკმაყოფილებას; იმასაც, რომ მათი საარჩევნო მანქანას სერიოზული ბზარები აქვს. იმ გაგებით, რომ „ქართული ოცნების“ ქვედა რგოლებს სრული შეგრძნება აქვთ იმის, რომ ხალხში ძალიან დიდი უკმაყოფილებაა არსებული მდგომარეობით, სიღარიბით, უმუშევრობით, ფასების ზრდით. აქედან გამომდინარე, რასაც ახლა ივანიშვილის მხრიდან ვხედავთ, ჩემი აზრით, უნაყოფო მცდელობაა, რომ რაღაცნაირად დაიბრუნოს ნდობის მანდატი მოქალაქეებში. ეს არ არის ახალი ხელისუფლება ხომ? – ეს არის 12 წლის ხელისუფლება. 12 წელი ჰქონდა ივანიშვილის იმისთვის, რომ ადამიანთა ცხოვრება ოდნავ მაინც გაუმჯობესებულიყო, მაგრამ არ გაუმჯობესებულა. ახლა ივანიშვილი, ასე ვიტყვი, მათივე ტერმინია – ფაციფუცობს, რომ რაღაცნაირად გადაარჩინოს საკუთარი ძალაუფლება, მაგრამ ერთი ირაკლის მეორე ირაკლით შეცვლა, მოკლე თუ გრძელი როქი საჭადრაკო დაფაზე, მოქალაქეებისთვის არაფერს არ ცვლის. ყველანაირი იმედი იმისა, რომ ივანიშვილის რაიმე სიკეთის მოტანა შეუძლია ქვეყნისთვის, ამოწურულია. ამიტომ, კითხვაზე პასუხი ძალიან მარტივია – ისინი ხედავენ, რომ 2024 წლის არჩევნებში დამარცხდებიან“,- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
ამასთან, ზურაბ ჭიაბერაშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ს განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც „2008 წელს და „ქართული ოცნება“ რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, აგვისტოს ომი არ მოხდებოდა“. აღნიშნულთან დაკავშირებით ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, რომ ღარიბაშვილის აგვისტოს ომს იმიტომ იხსენებს, რომ „მოქალაქეებისთვის შესათავაზებელი არაფერი აქვს“.
„90-იან წლებში, როდესაც ჩვენ ყველანი ქვეყნის შიგნით გაჭირვებაში ვიყავით, ივანიშვილი რუსულ „ეფ-ეს-ბე-სთან“ პარტნიორობდა და ფულს შოულობდა, რომლითაც, სამწუხაროდ, 2012 წელს ქართველი ამომრჩეველი მოატყუა, რომ ამას ქვეყნის სასიკეთოდ გამოიყენებდა. ზოგადად, საით მიდის ეს დისკუსია, რატომ იხსენებს ღარიბაშვილი ამას – იმიტომ, რომ ღარიბაშვილს საქართველოს მოქალაქეებისთვის შესათავაზებელი არაფერი აქვს“,- აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.
გარდა ამისა, ჭიაბერაშვილმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, ევროკომისიის წარმომადგენელთან „ქართული ოცნებისა” და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „არ არსებობს ნდობა მთავრობის მიმართ იმისა, რომ ის ნებისმიერ საკითხს საკუთარი პარტიული და ივანიშვილის ინტერესისათვის არ გამოიყენებს“.
„ვენეციის კომისიამ მკაფიოდ თქვა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობა არ არსებობს, არა მარტო ს დონეზე, არამედ მთელი საუბნო კომისების დონემდე. გამოვყოფდი 4-5 საკითხს, სადაც [ოპოზიციას] აბსოლუტურად ერთიანი პოზიცია გვქონდა. რა თქმა უნდა, მოლოდინი ჩვენი ევროპელი კოლეგებისგან იყო ის, რომ ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენელი გივი მიქანაძე ადეკვატურად უპასუხებდა ამ თემებს. იმდენად არაადეკვატური იყო პასუხი, იმდენად აცდენილი იყო საუბრის თემატიკას, რომ ბოლო შეჯამებაში, ყველაზე ნიშანდობლივია, ევროკავშირის წარმომადგენელმა იმის საპასუხოდ, რაც მოისმინა, მათ შორის, ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებისგან, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია უნდა შესრულდეს. სად დგას საქართველო შემდეგი განხილვა დეკემბერში უნდა იყოს. იმისათვის, რომ დეკემბერში ჩვენ თუნდაც ერთი ან ორი ნაბიჯი წინ გადავდგათ, ამისათვის გარკვეული საკითხები დღესვე უნდა მოგვარდეს. იმიტომ, რომ რაც უფრო ახლოს მივალთ არჩევნებამდე იმის შესაძლებლობა, რომ პარლამენტში რაიმე კანონი გავიდეს, კანონის აღსრულება მოხდეს და ა.შ. ამის შესაძლებლობა უფრო მცირდება.
როდესაც მიქანაძე ამბობს, რომ თებერვალში მოვიწვევთ ეუთოს დამკვირვებლებს, რა თქმა უნდა, მოიწვევენ, ეჭვიც არ მეპარება, საქართველოში 30-წლიან პრაქტიკას ვერ გადაუხვევენ, მაგრამ ამაზე იყო ძალიან დიპლომატიური ხაზგასმა, ესეც აჩვენებს დამოკიდებულებას, როდესაც მას შეახსენეს, რომ – ხვალ უკვე პირველი თებერვალიაო. თუნდაც ეს პატარა დეტალი აჩვენებს ჩვენი ევროპელი კოლეგების დამოკიდებულებას ივანიშვილის რეჟიმის მიმართ, რომ არ არსებობს ნდობა მთავრობის მიმართ იმისა, რომ ის ნებისმიერ საკითხს საკუთარი პარტიული და ივანიშვილის ინტერესისათვის არ გამოიყენებს“,- განაცხადა ჭიაბერაშვილმა.