ზურაბ ჭიაბერაშვილი – ივანიშვილის ავტორიტარული რეჟიმის ძალაუფლებაში დარჩენა 2024 წლის შემდგომ, უფრო დიდი ნაპრალის გაჩენას ნიშნავს საქართველოსა და დასავლეთს შორის – ასეთ ქვეყანას ევროკავშირსა და ნატო-ში არავინ მიიღებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივნის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის ავტორიტარული რეჟიმის ძალაუფლებაში დარჩენა 2024 წლის შემდგომ, ნიშნავს კიდევ უფრო დიდი ნაპრალის გაჩენას საქართველოსა და დასავლეთს შორის.
„ის, რომ ანტიდასავლურია ივანიშვილის რეჟიმი, ეს განპირობებულია მისი ბუნებიდან გამომდინარე, ის თავისი არსით ავტორიტარულია და ბუნებრივია უფრო კომფორტულად გრძნობს თავს რუსეთთან და იმ ქვეყნებთან, სადაც დემოკრატია არ არის მმართველობის ფორმა. „ქართული ოცნების“, ბიძინა ივანიშვილის ავტორიტარული რეჟიმის ძალაუფლებაში დარჩენა 2024 წლის შემდგომ, ნიშნავს კიდევ უფრო დიდი ნაპრალის გაჩენას საქართველოსა და დასავლეთს შორის. რა თქმა უნდა, ასეთ ავტორიტარულ ქვეყანას არავინ მიიღებს ევროკავშირსა და ნატო-ში“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა Reuter-ის სტატიასთან დაკავშირებით.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია