ზურაბ ჭიაბერაშვილი – ევროკავშირის წევრობისკენ 9 ნაბიჯის გადადგმა რეალურად არჩევნებში ჩვენი გამარჯვების შემდეგ დაიწყება – 2024 წლის არჩევნები არის გადამწყვეტი

„ნაციონალური მოძრაობის“ ხედვა არის, რომ ევროკავშირის წევრობისკენ 9 ნაბიჯის გადადგმა რეალურად დაიწყება არჩევნებში ჩვენი გამარჯვების შემდეგ, ეს 2024 წლის არის გადამწყვეტი იმისათვის, რომ ქვეყანაში ჩვენი მოქალაქეებისთვის და თითოეული ადამიანის მდგომარეობა გაუმჯობესდეს , – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.
ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, აღნიშნული 9 ნაბიჯი არის იმის საშუალება, რომ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალოს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ხედვა არის, რომ ევროკავშირის წევრობისკენ ცხრა ნაბიჯის გადადგმა რეალურად დაიწყება არჩევნებში ჩვენი გამარჯვების შემდეგ, ეს 2024 წლის არჩევნები არის გადამწყვეტი იმისათვის, რომ ქვეყანაში ჩვენი მოქალაქეებისთვის და თითოეული ადამიანის მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ღირსეული და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები შეიქმნას, იყოს სოციალური დაცვის მაღალი გარანტიები, რომ სიღარიბე არ იყოს ქვეყანაში, არ იცლებოდეს ქვეყანა მოქალაქეებისგან და სწორედ ამ კონტექსტში მთავარი ხაზგასმა უკლებლივ ყველა ოპოზიციურ პარტიისგან იყო არჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარებაზე, რასაც ბუნებრივია გამოხმაურება ჰქონდა ჩვენი ევროპელი კოლეგებისგან. „ნაციონალური მოძრაობა“ ამ 9 პუნქტს სწორედ ამ კონტექსტში განიხილავს, ისევე როგორც გააკეთა აღმოსავლეთ ევროპის უკლებლივ ქვეყანამ, ვინც გაწევრიანდა ევროკავშირში. ეს 9 ნაბიჯი არის ზუსტად იმის საშუალება, რომ ჩვენი მოქალაქეების ცხოვრება შეიცვალოს უკეთესობისკენ და ამას ჩვენ გავაკეთებთ არჩევნებში გამარჯვების შემდგომ“,- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.
ცნობისთვის, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, ევროკომისიის წარმომადგენელთან „ქართული ოცნებისა” და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა.