ზურაბ ჭიაბერაშვილი – გუშინდელმა დებატებმა აჩვენა და დღეს რეზოლუცია დაადასტურებს, რომ ქართველ ხალხს აქვს ევროპის კავშირის მხარდაჭერა – ევროპელებს იმედი აქვთ, რომ ხალხი გააკეთებს არჩევანს ევროპის სასარგებლოდ

გუშინდელმა დებატებმა აჩვენა და დღეს ამას კიდევ ერთხელ დაადასტურებს რეზოლუცია, რომელსაც ევროპარლამენტი მიიღებს, რომ ქართველ ხალხს აქვს ევროპელი ხალხების, ევროპის კავშირის მყარი და მკაფიო მხარდაჭერა იმ არჩევანში, რომელიც გაკეთდება 26 ოქტომბერს, – ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” საგარეო მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომელიც 8 ოქტომბერს ევროპარლამენტში საქართველოს საკითხის განხილვას ესწრებოდა.
მისივე თქმით, 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი გააკეთებს არჩევანს ევროკავშირში გაწევრიანების სასარგებლოდ.
„რეზოლუციაში რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტია – ერთი მხრივ, რეზოლუცია მკაფიოდ ამბობს, თუ რამდენად დიდ სარგებელს მიიღებს ქართველი ხალხი და მეორე მხრივ, ნათქვამია, რომ თუკი გაყალბდება (და მხოლოდ ასე შეიძლება “ქართული ოცნება” დარჩეს ხელისუფლებაში), მაშინ ჩვენ დავკარგავთ იმ სარგებელსაც, რომელიც უკვე გვაქვს – უვიზო მიმოსვლას ევროკავშირთან და ხელიდან გავუშვებთ შანსს, რომ ვიყოთ ყველაზე წარმატებული კავშირის, ევროკავშირის წევრები. რეზოლუციაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი უპირობოდ და დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს და სრულიად ნათელია, რომ პოლიტიკური დევნა, რომელსაც 12 წელია, „ქართული ოცნება“ ახორციელებს, შეუთავსებელია ევროპულ ღირებულებებთან, კანონის უზენაესობასთან და მმართველობის ევროპულ სისტემასთან. არჩევანი ქართველ ხალხზეა, ევროპელებს აქვთ იმედი, რომ ქართველი ხალხი გააკეთებს არჩევანს დემოკრატიისა და ევროპის სასარგებლოდ”, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა